ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი პაატა ამონაშვილი ამონაშვილის აკადემიის ვებინარის მიმდინარეობისას ასწავლებლის როლის საინტერესო ასპექტებს შეეხო.
"მე რომ ვიყო მასწავლებელი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, ჩემს თავს ვკითხავდი, რა გავაკეთო, რომ ბავშვები გახდნენ ჩემი საუკეთესო მეგობრები. საუკეთესო მეგობართან გულიც მიგიწევს და საიდუმლოს გაზიარებაც გინდა, ყველაფრის კეთება გიხარია. სულ ერთია, ეს ონლაირეჟიმში ხდება თუ ლაივრეჟიმში. ცნობილი ფსიქოლოგი როჯერსი ყოველთვის ურჩევდა პედაგოგებს, მოდი, ჯერ ადამიანი იყავი ბავშვის თვალში და მერე გახდი მასწავლებელი. ფინური განათლების სისტემა ამის ნათელი მაგალითია. იქაური მასწავლებლები წლიდან წლამდე იმაზე ზრუნავენ, რომ ბავშვები მიიზონ პიროვნული მომხიბვლელობით. მოზარდ ბავშვებს ეს მეგობრობა ძალიან აკლიათ. მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელი რომ გაკვეთილს იწყებს ფრაზით: "აბა, ბავშვებო, რა გვქონდა დავალებად" და სიის ამოკითხვას იწყებს, არ არის მოწოდებული მეგობრობისკენ. ასეთი დასაწყისით მეგობარი ვერ გახდება. თუ დაიწყებს ფრაზით, "ბავშვებო, როგორ ხართ", ეს არ იქნება დროის გაფლანგვა. პირიქით, ამით გაჩნდება საფუძველი, რაზეც უკეთესი მათემატიკის გაკვეთილი დაშენდება." - ამბობს პაატა ამონაშვილი.