"იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე..." - სკანდალური მიმოწერა 24-ე საჯარო სკოლის დახურული ჯგუფიდან
"იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე..." - სკანდალური მიმოწერა 24-ე საჯარო სკოლის დახურული ჯგუფიდან
"ტვ პირ­ვე­ლის" 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მო­წე­რას ასა­ჯა­რო­ებს, რო­მე­ლიც და­უ­ხურლ ჯგუფ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკა ბრო­ლა­ძეს გეგ­მა ჰქონ­და, რომ 15 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ სკო­ლა­ში მო­სი­ა­რუ­ლე ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­დოს, შექ­მნას ეპი­დაფთქე­ბა, რათა სწავ­ლა ისევ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­დეს.

"ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ და­ხუ­რუ­ლი ჯგუ­ფი­დან მი­მო­წე­რა ბრო­ლა­ძის გეგ­მით უკ­მა­ყო­ფი­ლო მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ა­წო­დეს.

"ხალ­ხო, ისე მი­დის საქ­მე, რომ ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ­ზეა და ყო­ჩაღ თქვენ! ორ­შა­ბა­თი­დან ასე მო­ვიქ­ცე­ვი - გა­ვა­კე­თებ ახალ ცხრილს ორი პა­რა­ლე­ლის­თვის და გა­ვამ­სხვი­ლებთ სკო­ლა­ში მო­სი­ა­რუ­ლე­თა კლა­სებს, გა­და­ვიყ­ვან მე­ო­რე კლას­ში...

დი­ლით
ჩა­ა­ტა­რებთ ონ­ლა­ი­ნებს, კა­თედ­რი­დან შე­არ­ჩი­ეთ ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვინც მოვა და იმ ორ გაკ­ვე­თილს ჩა­ა­ტა­რებს სკო­ლა­ში. ამით დამ­თავ­რდე­ბა, იფეთ­ქებს კო­ვი­დი და გა­და­ვალთ ონ­ლა­ინ­ზე" - წე­რია ეკა ბრო­ლა­ძის პოს­ტში, რო­მელ­საც "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას ბრო­ლა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აკე­თებს:

"მე რაც დავ­წე­რე, ეს დავ­წე­რე და­ხუ­რულ ჯგუფ­ში. ში­ნა­არ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მე ვარ, რა დავ­წე­რე ვიცი და ვის მივ­წე­რე ვიცი. ეპიდ­ვი­თა­რე­ბას თქვენც უყუ­რებთ და მეც ვუ­ყუ­რებ... განაგრძეთ კითხვა
10281
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები