"ტვ პირველის" 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილისა და მასწავლებლების მიმოწერას ასაჯაროებს, რომელიც დაუხურლ ჯგუფში მიმდინარეობდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეკა ბროლაძეს გეგმა ჰქონდა, რომ 15 თებერვლის შემდეგ სკოლაში მოსიარულე ბავშვების რაოდენობა გაზარდოს, შექმნას ეპიდაფთქება, რათა სწავლა ისევ ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი ამბობს, რომ დახურული ჯგუფიდან მიმოწერა ბროლაძის გეგმით უკმაყოფილო მასწავლებლებმა მიაწოდეს.
"ხალხო, ისე მიდის საქმე, რომ ძირითადი ნაწილი ონლაინზეა და ყოჩაღ თქვენ! ორშაბათიდან ასე მოვიქცევი - გავაკეთებ ახალ ცხრილს ორი პარალელისთვის და გავამსხვილებთ სკოლაში მოსიარულეთა კლასებს, გადავიყვან მეორე კლასში...
დილით ჩაატარებთ ონლაინებს, კათედრიდან შეარჩიეთ ერთი მასწავლებელი, ვინც მოვა და იმ ორ გაკვეთილს ჩაატარებს სკოლაში. ამით დამთავრდება, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე" - წერია ეკა ბროლაძის პოსტში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს. მომხდართან დაკავშირებით განმარტებას ბროლაძე ტელეკომპანიასთან საუბარში აკეთებს:
"მე რაც დავწერე, ეს დავწერე დახურულ ჯგუფში. შინაარზე პასუხისმგებელი მე ვარ, რა დავწერე ვიცი და ვის მივწერე ვიცი. ეპიდვითარებას თქვენც უყურებთ და მეც ვუყურებ... განაგრძეთ კითხვა