იქნება თუ არა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები
იქნება თუ არა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები
იმის გამო, რომ სასწავლო პროცესი ბევრ სკოლაში ონლაინ მიმდინარეობდა, მშობლებს გაუჩნდათ კითხვა, ხომ არ გაუქმდება დასვენების დღეები და ამის ნაცვლად, ხომ არ მოუწევთ ბავშვებს სკოლაში სიარული.
ჩვენ საკითხზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 3 მარტიც ოფიციალურად უქმე დღეა. 
"გაზაფხულის არდადეგები შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული და ამ ეტაპზე ცვლილება არ არის. სკოლები კვლავ დაისვნებენ. სიახლეების შემთხვევაში, სამინისტრო აუცილებლად გაავრცელებს ინფორმაციას."- განაცხადეს სამინისტროში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში
ასევე გვითხრეს, რომ უქმე დღეები სააღდგომოდაც გავრცელდება სკოლებზე. წელს აღდგომა 2 მაისსაა, შესაბამისად, სკოლები 30 აპრილსა და 3 მაისს დაისვენებენ. ჯერჯერობით არც სასწავლო წლის დასასრულთან დაკავშირებითაა რაიმე ცვლილება, 20 მაისს სწავლას დაასრულებს მე-12 კლასი, 27 მაისს პირველკლასელები, ხოლო 15 ივნისს ყველა სხვა კლასის მოსწავლე.

თამარ იაკობაშვილი

18019
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები