სკოლებში სასწავლო პროცესი ახლდება და უამრავი მშობელი ემზადება ბავშვების სკოლაში გასაშვებად. მე-5 კლასიდან პირბადეების ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა. ძალიან დიდია პირბადეები არჩევანი. მაინც რომელი პირბადით ჯიბია ბავშვის სკოლაში გაშვება? ამ კითხვას პედიატრმა, პროფესორმა მაია ხერხეულიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი“ უპასუხა:
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვებში ჩვეულებრივი მრავალშრიანი ნიღაბიც შეიძლება გამოვიყენოთ და არა აუცილებლად სამედიცინო. თუმცა ეს მრავალშირუიანი ნიღაბი ყოველდღიურად უნდა გაირეცხოს. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2 ნიღბის ტარების რეკომენდაციაც გასცა, თუმცა იგულისხმება არა 2 სამედიცინო პირბადე, არამედ სამედიცინო პირბადეზე ქსოვილის პირბადის მორგება, რათა უფრო მჭიდროდ დაფიქსირდეს სამედიცინო ნიღაბი. ბავშვებთან დაკავშირებით 2 პირბადის რეკომენდაცია არ გაცემულა. რაც შეეხება ნ95 ტიპის ნიღაბს, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ მისი ტარებაა ნებადართული, სხვა ნებისმიერი პირბადე აკრძალულია. თუ ჩვენთანაც მოიმატებს შემთხვევები და მესამე ტალღის წინაშე აღმოვჩნდებით, ალბათ ეს რეკომენდაციაც გავრცელდება“ - აღნიშნა მაია ხელრხეულიძემ და ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების ბოლოდროინდელ ტენდენციაზეც ისაუბრა და სკოლების გახსნის თემასაც შეეხო.
„ბავშვების მიმართვიანობა შემცირდა, სამაგიეროდ პოსტკოვიდურმა გართულებებმა იჩინა თავი. ამ გართულებებით ბავშვები სტაციონარშიც ხვდებიან და მათი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. კოვიდი მოზრდილებში უხშირესად სიმპტომურია, ინფიცირებული ბავშვი კი ხშირად უსიმპტომოა და ამ დროს შეიძლება გადამტანი იყოს. სკოლების გახსნა ძალიან მტკივნეული საკითხია. დისტანციური განათლება ვერ შეედრება სასკოლო გარემოს, მაგრამ როცა ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, პედიატრებს ნამდვილად გვაქვს შიში სკოლების გახსნის.
მართალია, ბევრ ქვეყანაში სკოლები არ დაუკეტავთ, მაგრამ ბევრგან დაკეტეს. სადაც არ დაუკეტავთ, იქ განსხვავებული ცხოვრების წესია. იქ ადვილია ბავშვების დისტანცირება რისკის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრებისგან. ისინი, ჩვენგან განსხვავებით, არ ცხოვრობენ დიდ ოჯახებად. ბავშვებსაც დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ყველაზე მეტს იმაზე შფოთავენ, რომ თავად არ გახდნენ წყარო ოჯახის წევრის ავად გახდომის. ისინი ძალიან განიცდიან ამას“ - განაცხადა მაია ხერხეულიძემ.