თანამედროვე ბავშვები ძალიან სწარაფად ითვისებენ ყველაფერს. ამიტომ წინასასკოლო პერიოდში ბევრი მშობელი ფიქრობს:“ არაფერი დაშავდება, თუ ბავშვი წინასწარ ისწავლის ასოებს, ციფრების ცნობას, მარტივ ანგარიშს - ისინი ხომ ძალიან გონიერები არიან და არ გაუჭირდებათ ათვისება“. რამდენად სწორია ეს მიდგომა და საჭიროა თუ არა სპეციალურად მეცადინეობა სკოლაში შესვლამდე, რამდენად გამართლებულია 6 წლამდე ბავშვის ინტენსიური მეცადინეობა, მისთვის ანბანის, ციფრების, ანგარიშის სწავლება. ამ შეკითხვას ნეიროფსიქოლოგმა
„ჩვენთვის, ფსიქოლოგებისთვის, სწავლა და დასწავლა სხვადასხვა რამაა. სწავლით შეიძლება ბავშვმა სრულიად არაცნობიერად, უნებლიედაც ისწავლოს რაღაც. ხოლოდ დასწავლა, რასაც გულისხმობს სასკოლო სწავლება, ეს არის მიზანმიმარტული, ძალისხმევით განპირობებული პროცესი, რომელსაც სჭირდება სერიოზული ძალისხმევაც და მიზნისკენ სწრაფვაც. სკოლამდელ ასაკში სწავლის წინააღმდეგი არ ვარ, დასწავლის წინააღმდეგი ვარ. დასწავლა გახლავთ ქცევა, ძალიასხმევის დახარჯვით განხორციელებული მიზანმიმართული აქტივობა, მეცადინეობა, რაც მიუღებელია ამ ასაკში.თამაშიც ქცევაა. წამყვანი ქცევა კი 6 წლამდე ასაკში თამაშია და არა დასწავლა. კარგ საგანმანათლებლო სისტემის მქონე სკოლებში პირველ კლასშიც კი თამაშით ასწავლიან. 6 წლამდე ასაკში ბავშვები ძალისხმევის გარეშე თამაშით უნდა სწავლობდნენ. საქართველოში კი ყველა
იხილეთ ვებინარი სრულად