2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური დასვენების დღეა დარჩენილი, შესაბამისად, დაისვენებენ სკოლებიც.
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სააღდგომოდ მოსწავლეები 30 აპრილსა და 3 მაისს დაისვენებენ.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი მე-12 კლასელებისათვის 20 მაისს დასრულდება, 27 მაისს პირველკლასელები დაამთავრებენ სწავლას, 15 ივნისს კი - ყველა სხვა კლასის მოსწავლე.