განათლებასკოლა
რომელი დასვენების დღეები დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე და როდის იწყება ზაფხულის არდადეგები
რომელი დასვენების დღეები დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე და როდის იწყება ზაფხულის არდადეგები

2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური დასვენების დღეა დარჩენილი, შესაბამისად, დაისვენებენ სკოლებიც.
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სააღდგომოდ მოსწავლეები 30 აპრილსა და 3 მაისს დაისვენებენ.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი მე-12 კლასელებისათვის 20 მაისს დასრულდება, 27 მაისს პირველკლასელები დაამთავრებენ სწავლას, 15 ივნისს კი - ყველა სხვა კლასის მოსწავლე.

ბეჭდვა