რამდენ გაცდენაზე შეუძლია სკოლას მოსწავლის გარიცხვა და რა ევალებათ დამრიგებლებს - მინისტრის ახალი ბრძანება
რამდენ გაცდენაზე შეუძლია სკოლას მოსწავლის გარიცხვა და რა ევალებათ დამრიგებლებს - მინისტრის ახალი ბრძანება

"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში ცვლილებებია. 
ახალი ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს მოსწავლის სტატუსი შეუჩეროს, თუ:
  • ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;
  • მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მისი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი სკოლას წერილობით მიმართავს.
  • სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდ
    არტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
  • მოსწავლეს მოსწავლის სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუმცა, იმისათვის, რომ სკოლამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს, აუცილებელია გამოიკვლიონ მოთხოვნის მიზეზი. თუ საჭიო გახდება, პროცესში ჩართონ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი და ერთობლივად იმუშაობ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან. ასევე, მოსწავლეს სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის შეჩერების განცხადებით სკოლას სრულწლოვანი მოსწავლე მიმართავს.
  • გაცდენების შემთხვევაში, ვიდრე მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება, სკოლა ვალდებულია პრევენციულ ღონისძიებებს მიმართოს. კერძოდ, მე-10 და მე-20 სასწავლი დღის გაცდენის შემდეგ დამრიგებელი წერილობით ანგარიშს ამზადებს, გაცდენის მიზეზებსა და მათი მხრიდან გატარებული ღონისძიენების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, დამრიგებელი ვალდებულია, ეს ანგარიში რესურსცენტრს წარუდგინოს. თუ მოსწავლე ზედიზედ 20 სასწავლო
    დღეს აცდენს, მაშინ პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ერთვება და 2 სამუშაო დღის განმავლობაში ბავშვის ოჯახში მიდის, რათა გაცდენის მიზეზი დაადგინოს.
  • თუ მოსწავლეს 45 სასწავლო დღის გაცდენის შედეგად შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ მისი სკოლაში გამოუცხადებლობა/მონაწილეობის მიუღებლობა დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში, არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვის მიზეზი გახდა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მოსწავლეს სტატუსი ავტომატურად უჩერდება, თუ იმ სკოლამ, სადაც განათლებას იღებს, ავტორიზაცია ვერ მოიპოვა, გაუუქმდა ან ავტორიზაციას ვადა გაუვიდა, არ ჰყავს შესაბამისი უფლებამონაცვლე და მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის განმავლობაში სხვა სკოლას მობილობის თხოვნით არ მიმართავს.
  • მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე სკოლის დირექტორი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს და სკოლა ვალდებულია, რომ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შესაბამისი გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს და გამოცემული აქტი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს.
მინისტრის ბრძანება უკვე ამოქმედებულია.

თამარ იაკობაშვილი

904
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები