განათლების სამინისტრო ექსკურსიებთან, "ბოლო ზართან" და ბანკეტებთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
განათლების სამინისტრო ექსკურსიებთან, "ბოლო ზართან" და ბანკეტებთან დაკავშირებით სპეციალურ  მიმართვას ავრცელებს


ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში "ბოლო ზარი" ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა.

რეკომენდაციების თანახმად, "ბოლო ზარის" ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

მათივე ცნობით, თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის
გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.
ინტერპრესნიუსი
687
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი