10 ყველაზე მოთხოვნადი სკოლა საქართველოში, რომელშიც ადგილები რეგისტრაციის დღეს ყველაზე სწრაფად შეივსო
10 ყველაზე მოთხოვნადი სკოლა საქართველოში, რომელშიც ადგილები რეგისტრაციის დღეს ყველაზე სწრაფად შეივსო

ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბევრ სკოლაში ჯერაც უამრავი ადგილია დარჩენილი პირველკლასელთა მისაღებად. თუმცა არის სკოლები, რომლებშიც ადგილები რეგისტრაციის გამოცხადებიდან უმოკლეს დროში ივსება. სწორედ ასეთ სკოლებზე გამოვითხოვეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გთავაზობთ 10 საჯარო სკოლას, სადაც, 13 მაისის მდგომარეობით, არსებული ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო:
  • სსიპ - ქალაქ თბილისის №85 საჯარო სკოლა
  • სსიპ - ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლა
  • სსიპ - ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ
    თბილისის №52 საჯარო სკოლა
  • სსიპ - თბილისის კლასიკური გიმნაზია
  • სსიპ - მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლა
  • სსიპ - ქალაქ თბილისის №174 საჯარო სკოლა
  • სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა
  • სსიპ - ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
  • სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა
  • სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №24 ქართული გიმნაზია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 18 მაისის მდგომარეობით, ყველაზე მეტი, 350 მოსწავლე, სსიპ - ქალაქ თბილისის №186 საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა.
საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყო და 5 ივნისამდე გაგრძელდება. ამ დღისთვის მშობლები განსაკუთრებით ემზადებიან, რათა თავიანთი შვილების დარეგისტრირება სასურველ სკოლაში მოახერხონ.

თამარ იაკობაშვილი

 

6962
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
daviti
0
161- ემ რატომ დაკარგა რეიტინგი როგორ მაინტერესებს :)))
13:21 / 27-05-2021
ირინა
1
ნამდვილად, კარგი სკოლაა გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე სკოლა.
17:24 / 25-05-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი