მასწავლებელს უფლება ექნება, მხოლოდ შემაჯამებელში მიღებული ნიშნებით გამოთვალოს სემესტრული ქულა - ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის
მასწავლებელს უფლება ექნება, მხოლოდ შემაჯამებელში მიღებული ნიშნებით გამოთვალოს სემესტრული ქულა - ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის

2020-2021 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც სკოლებს შეეძლებათ, საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვრონ საათობრივი ბადე და მიიღონ გადაწყვეტილება, განმსაზღვრელი ქულის დაწერასთან დაკავშირებით. უფრო ზუსტად კი სკოლას უფლება აქვს მხოლოდ შემაჯამებელი დავალების კომპონენტში მიღებული ქულის საფუძველზე გამოთვალოს სემესტრული ქულა. მედიაში საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერდა. მშობელთა დიდმა ნაწილმა კი ჩათვალა, რომ ყველა სკოლაში მე-8 კლასის ჩათვლით საშინაო დავალებასა და საკლასო აქტივობაში ნიშანი აღარ დაიწერება. საკითხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვითხრეს:

-"მოგეხსენებათ, ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა საკმაოდ
მოქნილი დოკუმენტია, რაც სკოლებისგან ითხოვს ავტონომიურად და თავიანთი მოსწავლეების ინტერესებისა თუ საჭიროებების შესაბამისად დაგეგმონ სასწავლო პროცესი, ანუ განსაზღვრონ საკუთარი სკოლის კურიკულუმი, რომლითაც მოსწავლეებს მიიყვანენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებამდე. ამ პროცესში, ბუნებრივია, რომ სკოლას უნდა ჰქონდეს მეტი ავტონომიურობა, თავად განსაზღვროს როგორც საათობრივი ბადე, ისე შეფასების მოდელიც. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი მოქნილობის გასაზრდელად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ალტერნატიულ (და არა სავალდებულო!) მოდელზე, რომლის განხილვა სკოლებთან ერთად მიმდინარეობს და საბოლოო სახით სწორედ მათთან კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება. შესაბამისად, როგორც კი სკოლებთან შეჯერებული ალტერნატიული მოდელი საბოლოო სახით ჩამოყალიბდება, საზოგადოებას ეცნობება ამის შესახებ."- აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ნებისმიერი ალტერნატიული მოდელის შემთხვევაში მოსწავლეებს მიღწეული შედეგების გამოსწორების შესაძლებლობა ექნება.

თამარ იაკობაშვილი

1209
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი