სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მხიარულ სიურპრიზს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა
ქალაქ თბილისის 131-ე საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის გაცილებისას სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს და მათთვის იცეკვეს. როგორც სკოლის დირექტორი ხათუნა ენუქიძე გვეუბნება, ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ და ვიდეოსაც დადებითი შეფასებები მოჰყვა:

"მე-4 კლასი, რეგულაციების სრული დაცვით, სკოლის ეზოში პატარა ღონისძიებას გეგმავდა. როდესაც დამრიგებლებმა ინიციატივის შესახებ მითხრეს, გამიჩნდა იდეა, ბავშვებისთვის ეს დღე კიდევ უფრო გაგვეხალისებინა. გადავწყვიტეთ, ამ ფორმით მოგვეწყო მათთვის სიურპრიზი. მუსიკა შევარჩიეთ, ცეკვის მასწავლებელს დახმარება ვსთხოვეთ
და მხოლოდ ოთხი რეპეტიციით დავდგით. ცეკვას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა ადამიანმა მოიწონა და გააზიარა. ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ და მშობლებისგანაც სასიამოვნო კომენტარები მივიღეთ. უამრავი ადამიანი გვეხმაურებოდა სხვადასხვა კუთხიდან და მოწონებას გამოხატავდა“, - ამბობს ხათუნა ენუქიძე.

თამარ იაკობაშვილი


10275
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
gulnara jgenti
0
მისაბაძია ნამდვილად. ყოჩაღ!
19:26 / 23-06-2021
ირინა
0
ამ 1 წლის განმავლობაში ყოველდღე ვრწმუნდებოდი ,რომ საუკეთესო სკოლა ავურჩიე შვილს. საუკეთესოები ხართ
22:18 / 21-06-2021
ეკა
0
მეამაყება N131 საჯარო სკოლის პედაგოგი რომ ვარ.საუკეთესო დირექტორი....საუკეთესო პედაგოგები...საუკეთესო გარემო.
21:36 / 21-06-2021
ხათუნა
0
საუკეთესო გარემო
21:21 / 21-06-2021
ილონა
0
საუკეთესო სკოლა,საუკეთესო დირექტორითა და პედაგოგებით.❤❤❤
19:58 / 21-06-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი