"10 თვის ასაკიდან ბავშვები ბაღში დაჰყავთ... მშობლებს უფლება არა აქვთ, საჯარო სივრცეში ბავშვს უყვირონ, ცემა კი თავისუფლების აღკვეთით ისჯება"
"10 თვის ასაკიდან ბავშვები ბაღში დაჰყავთ... მშობლებს უფლება არა აქვთ, საჯარო სივრცეში ბავშვს უყვირონ, ცემა კი თავისუფლების აღკვეთით ისჯება"


ფინეთი არის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ იცავს ბავშვთა უფლებებს. ახალშობილს დაბადებიდანვე აძლევენ პასპორტს და მას აღიქვამენ, როგორც ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეს. ფინელ მშობლებს არ აქვთ უფლება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვს უყვირონ, ბავშვის ცემა კი სოლიდური ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.

ფინეთში არ არიან მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს.

საბავშვო ბაღში სწავლის უფლება ყველა ბავშვს 10 თვის ასაკიდან აქვს. ბავშვთა კვება ბაღებში უფასოა.
mshoblebi
ადრეული სააღმზრდელო დაწესებულებები მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზეც, ისინი ცდილობენ არ ჩამორჩნენ თანატოლებს, რისი წყალობითაც ადრეულ ასაკშივე
ახერხებენ ფუნქციების აღდგენას.

ფინეთში სჯერათ, რომ ბავშვები იმდენად ნიჭიერები არიან, რომ სკოლამდელ ასაკში ბუნებრივად უნდა აითვისონ ორი ენა.

სასკოლო განათლების პრინციპებია:


  • ყველა ბავშვი თანაბარია
  • კომერციას სკოლაში ადგილი არ აქვს
  • სასკოლო წიგნები და ნივთები უფასოა
  • სასკოლო სადილი უფასოა
  • მოსწავლეთა სატრანსპორტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი ფარავს
  • მასწავლებლებს ყველა ენდობა

წაიკითხეთ სრულად
4381
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია