მართალია, ეპიდემიის გამო სასკოლო სივრცეში სწავლის გაგრძელება ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა, როგორც კი ვითარება სასიიკეთოდ შეიცვლება, დაწყებით კლასებს პირველ რიგში მისცემენ საკლასო ოთახებში სწავლოის საშუალებას. ეს რჩევებიც სწორედ იმ დროისთვის უნდა გაითვალისწინოთ.
საკმაოდ ბევრი მშობელი ცდილობს სკოლაში წასვლის წინ ბავშვს ელემენტარული ცოდნა მაინც მისცეს - ცნობდეს ასოებს, ციფრებს, რამდენიმე ასოს მოხაზულობასაც ასწავლიან. ამ დროს ავიწყდებათ ის აუცილებელი საყოფაცხოვრებო უნარები, რის გამოც ბავშვს შეიძლება სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდეს, პედაგოგებს ცოტა ხნით ბაღის მასწავლებლის საქმის კეთება მოუხდეთ.
გამორიცხული არაა, რომ სკოლამდელი ასაკის თქვენი შვილი გენიოსია, იცის გამრავლების ტაბულა, კითხულობს და წერასაც ცდილობს. მაგრამ სკოლასთან შეგუება გაუჭირდება, თუ ყოფითი უნარები არა აქვს შეძენილი.
აი, რა უნდა შეეძლოს ბავშვს, რომელიც სკოლაში მიდის:
დიდი შესვენება 15 წუთი გრძელდება. მოსწავლემ უნდა მოასწროს ხელების დაბანა, ჭამა, თავისი კონტეინერის შენახვა და საჭირო სახელმძღვანელოს ამოღება. სხვათა შორის, ზამთრის ტანსაცმელიც დამოუკიდებლად უნდა ჩაიცვას და, სწრაფად და ამასაც შეჩვეული უნდა იყოს.
იყოს ყურადღებით საკუთარი ნივთების მიმართ, რადგან შეიძლება სხვილის ქურთუკით მოგადგეთ სახლში. დაკარგულ სასკოლო ნივთებსა და სახელმძღვანელოებზე აღარაფერს ვამბობთ. შეიძლება სხვისი ნივთები გამოიყოლოს თავისის ნაცვლად.
გირჩევთ, თეთრ პერანგებს, თეთრ სპორტულ მაისურებს ან თუნდაც სხვა სამოსს გაუკეთოთ ეტიკეტი თქვენი ბავშვის სახელითა და გვარით. ასე უფრო გაგიადვილდებათ დაკარგული ნივთების მოძიება. ბავშვსაც ეცოდინება, მის შესახებ და ყურადღებას მიაქცევს წარწერას.
ბავშვის გვერდით ყოველთვის არის დედა, რომელიც კაბას ან შარვალს გაუსწორებს, ელვას შეუკრავს, მაგრამ სასკოლო ასაკის ბავშვს უნდა ასწავლოთ, რომ სამოსი მოწესრგებული ჰქონდეს: ღილები ან ელვა შეკრული, მაისური - გასწორებული. და კიდევ, ბავშვს ასწავლეთ, რომ ნივთები ჩანთაში კი არ ჩატენოს, ტანმიმდევრობით ჩაალაგოს.
მოაწესრიგოს კალმები და ფანქრები - ბავშვს თუ არ ასწავლით, თავისით არ გაუფრთხილდება არც პირად სამოსს და არც სასკოლო ნივთებს. მიაჩვიეთ, რომ პენალში ყველა კალმისტარს თავსახური ჰქონდეს და არსად დარჩეს ფანქარი, საშლელი და სხვა ნივთები.
მხოლოდ სამეცადინო მერხი არ იგულისხმება, არამედ ის მაგიდაც, რომელზეც ჭამს. მიაჩვიეთ ბავშვი წესრიგს, სახლშიც, სადაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ და სკოლაშიც.
იდეალურ ვარიანტში ბავშვს თავად, დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს გაკვეთილების ცხრილის მიხედვით ჩანთში შესაფერისი ნივთების ჩალაგება. თავდაპირველად, შეგიძლიათ ჩამოუწეროთ სია, რა დასჭირდება კონკრეტულ გაკვეთილზე (სპორტის გაკვეთილის ფორმა, კალმისტარი, სახაზავი, სათლელი, ფერადი ფანქრები (რამდენი ცალი). სხვათა შორის, ეს სია სკოლიდან სახლში მოტანილი ნივთებისთვისაც გამოადგება.
ეს განსაკუთრებით აქტუალურია, თუ ბავშვს კვებითი ალერგია აღენიშნება. ასწავლეთ, კლასელების მიერ მიწოდებულ რომელ პროდუქტზე უნდა თქვას უარი და რომელი შეჭამოს.
ასწავლეთ ფულთან მოპყრობა - თუ ბავშვს გახანგრძლივებულში ტოვებთ, ბუფეტში ან მარკეტში პროდუქტის საყიდელ ფულს უტოვებთ, მიაჩვიეთ გონებაში ხურდის დათვლას: რამდენი მისცა, რამდენი უნდა დაუბრონ.
უმთავრესია. ბავშვმა ხელები უნდა დაიბანოს ჭამადე, სეირნობიდან დაბრუნების და საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ და ეს დღეში მინიმუმ. ასწავლეთ, როგორ გამოიყენოს ცხვირსახოცი (ქსოვილისაც და ქაღალდისაც). მიიფაროს ხელი დაცემინების ან დახველებისას. ჭამისას ასწავლეთ დანა-ჩანგლის, ხელსახოცის გამოყენება.
თუ ბავშვი სკოლის დერეფანში დაიკარგა, დაკარგა პირადი ნივთები ან ფული (ბარათი) ასწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეს, ვის მიმართოს დახმარებისთვის. აგრეთვე, აუხსენით, როგორ უნდა მოიქცეს, თუ სკოლიდან მისი გამოყვანა შეგაგვიანდებათ. ეს მომენტები მშვიდად, თამაშით, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით.
გახსოვდეთ... ცოდნას ბავშვი ორგვარად ღებულობს
უნებლიედ, შეცდომების გაცნობიერებისას (აქტუალური განვითარება) უფროსების დახმარებით (უახლოესი ზონის განვითარება). სასურველია, ეს ორი პროცესი იდეალურად გქონდეთ შეხამებული. ზოგიერთი გამოცდილება ბავშვმა საკუთარი შეცდომების გათვალისწინებით უნდა მიიღოს - მიეცით თავისუფლება და შეცდომების დაშვების ნება და ზოგი - თქვენი რჩევით, ახსნით, მაგალითით.
იმისათვის, რომ სკოლამდელ ბავშვს დამოუკიდებლად ცხოვრება ასწავლოთ, თავად უნდა "იმეცადინოთ". ჩვენ მუდმივად გვსურს, ვაკონტროლოთ ბავშვი, გამოვუსწოროთ შეცდომა, ჩვენ მივიღოთ მის ნაცვლად გადაწყვეტილება, არ გვყოფნის მოთმინება, როცა ზოზინობს. აცადეთ ბავშვს ინიციატივის გამოჩენა.
ჩამოყალიბდით, რა უნდა ასწავლოთ პირველკლასელს, რისი გაკეთება შეუძლია დამოუკიდებლად და სად სჭირდება თქვენი დახმარება. იმისათვის, რომ ახალ გარემოში ბავშვმა თავდაჯერებულად იგრძნოს თავი, თამაში და როლების გადანაწილება შესთავაზეთ. ეს მეთოდი ბავშვს ახალი უნარ-ჩვევების დამახსოვრებაში დაეხმარება. მაგალითად, თუ სადმე მიდიხართ, გამოიგონეთ პერსონაჟი (შეგიძლიათ დახატოთ), დაარქვით სახელი და ერთად განიხილეთ, რა დასჭირდება თქვენს გმირს, რა უნდა ჩაიდოს ზურგჩანთში, როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ ადგილას. გადაამოწმეთ, როგორ შეასრულა ბავშვმა მიღებული "ინსტრუქცია".
თამაშით მიაჩვიეთ ბავშვი დღის განრიგს. თავდაპირველად აუხსენით, რა საქმეები უნდა მოაგვაროს პირველ რიგში. დახატეთ გრაფიკი და თვალსაჩინო ადგილზე ჩამოკიდეთ.
თამაშის დროს გარკვევით აუხსენით ბავშვს წესები: რა შეიძლება, რა არ შეიძლება და რატომ. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საქმიანობის მთავარი ფორმა თამაშია და წესებს თამაშით უფრო ისწავლის, ვიდრე დაზუთხვით ან ბრძანებებით.
ნუ დაკარგავთ დროს ბევრის ერთდროულად ახსნაზე. ბავშვებისთვის მთვარია მოისმინონ ის, რაც ახლა და აქ სჭირდებათ. ხვალ, ერთი კვირის და წლის შემდეგ სხვა უნარები და ცოდნა დასჭირდებათ. ყურადღება გაამახვილეთ იმ საქმეებსა და ჩვევებზე, რაც კონკრეტულ მომენტში სჭირდება. აკონტროლეთ, რომ ყველაფერი კარგად შეასრულოს და ნუ დაგავიწყდებათ, კარგად შესრულებული საქმისთვის ბავშვის შექება, ჩახუტება და კოცნა".