განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში აღარ დაიწყებენ. მათივე განმარტებით, 4 ოქტომბრიდან დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში აღდგება სწავლა იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.
როგორც ცნობილია, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლის დაწყების თარიღი შეიცვალა და 4 ოქტომბრამდე გადავადდა, ბევრ მშობელს გაუჩნდა შეკითხვა, ის ბავშვებიც ხომ ვერ შეძლებენ კერძო ან საჯარო სკოლაში მოხვედრას, ვინც 4 ოქტომბრამდე გახდება 6 წლის. შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ:
"რეგისტრაციის წესში ცვლილება არ შესულა. შესაბამისად, ვერც საჯარო და ვერც კერძო სკოლა 15 სექტემბერის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს ვერ მიიღებს." - გვითხრეს უწყებაში.
თამარ იაკობაშვილი