რა უნდა შეიძინოთ სკოლისთვის, რომ არაფერი გამოგრჩეთ - გამოცდილი მშობლების სია:
ჩანთაჩანთის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრების სიგანეს. ჩანთას უნდა ჰქონდეს ორი განიერი სამხრე, რადგან
პირველკლასელის ჩანთას რამდენიმე განყოფილება და უჯრა უნდა ჰქონდეს, რაც დაგეხმარებათ, წიგნები და რვეულები ზურგჩანთაში თანაბრად გადაანაწილოთ.
საწერი კალმები
ფერადი ფანქრები
შეამოწმეთ, რომ რბილად ხატავდეს და ფურცელს არ კაწრავდეს. პატარა ბავშვისთვის ზედმეტად მსხვილ ფანქრებს ნუ აირჩევთ.
ფლომასტერები
სათითაოდ შეამოწმეთ, რომ გამომშრალი არ იყოს და კარგად წერდეს. ეცადეთ, ისეთ საკანცელარიო მაღაზიაში შეიძინოთ, სადაც ხარისხს ყურადღებას აქცევენ.
პენალი
ყველაზე პრეტენზიული ნივთია. ყველაფერი უნდა ეტეოდეს, ბავშვი ადვილად პოულობდეს და ძალიან დიდიც არ უნდა იყოს და არც მძიმე, რომ ისედაც მძიმე ჩანთა კიდევ არ დაამძიმოს. მინიმუმ 2 განყოფილება უნდა ჰქონდეს და ჯობია ე.წ. ფხრიწიანი შესაკრავით - ელვაშესაკრავები ბავშვებს მალე უფუჭდებათ.
რვეულები
პირველკლასელისთვის 12-ფურცლიანი 2-2 ცალი (ქარულის და მათემატიკის) სავსებით საკმარისია. დანარჩენ კლასებში კი ჯობს, მასწავლებლის მითითებას დაელოდოთ, რადგან ზოგი მხოლოდ კალიგრაფიის რვეულით მუშაობს ან სახელმძღვანელოს რვეულებს იყენებს.
პლასტილინი
ხელოვნებას თითქმის ყველა კლასში სწავლობენ, ამიტომ პლასტილი აუცილებლად დაგჭირდებათ.
საშლელი, სათლელი
ეს წვრილმანებია, თუმცა ამის გარეშე მოსწავლის მუშაობა წარმოუდგენელია
ფერადი ქაღალდები
ჯობია აკინძული ფერადი ქარალდები შეუძინოთ, ასე უფრო პრაქტიკული სატარებელია
სხვა წვრილმანი ნივთების სია ასე გამოიყურება:
- უბრალო ფანქრები
- სახაზავი
- სახატავი რვეული
- სანიშნე
- მაკრატელი
- მშრალი წებო
- საანგარიშო
- წიგნების გადასაკრავი
- სათვლელი ჩხირები
- პირბადეები
- სანიტაიზერის პატარა შეფუთვა
- ბოთლი წყლისთვის
- ლანჩბოქსი