განათლებასკოლა
გამოცდილი დედების სია წინასასკოლო საყიდლებისთვის - რომ არაფერი გამოგრჩეთ
გამოცდილი დედების სია წინასასკოლო საყიდლებისთვის - რომ არაფერი გამოგრჩეთ
მშობლებმა კარგად იციან, რა გაწამაწიასთან არის დაკავშირებული ბავშვის სასკოლოდ მომზადება. არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, ყველაფერი მაქსიმალურად გამძლე და ხარისხიანი უნდა შეარჩიო და თან ნორმალურ ფასად. განსაკუთრებით რთულია წინასაკოლო პერიოდი მომავალი პირველკლასელის მშობლებისთვის, რომლებსაც ჯერ გამოცდილებაც არ აქვთ და ზუსტად არ იციან, რა დასჭირდება ბავშვს რა - არა. ამიტომ ყველაფერს ყიდულობენ და მათ შორის, არასაჭირო ნივთებსაც.

რა უნდა შეიძინოთ სკოლისთვის, რომ არაფერი გამოგრჩეთ - გამოცდილი მშობლების სია:

ჩანთა
ჩანთის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრების სიგანეს. ჩანთას უნდა ჰქონდეს ორი განიერი სამხრე, რადგან
ბავშვებს უყვართ, ზოგჯერ ზურგჩანთის ერთ მხარეზე ტარება. თითოეულის სიგანე 5-სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკეთესი ვარიანტია 7 სმ. ისიც უნდა იყოს დრეკადი, მაგრამ საკმაოდ მყარი, გამძლე. ყურადღება მიაქციეთ სამხრეების განლაგებას: შორი-შორ განლაგებული მხრიდან ჩამოცურდება. ახლო-ახლო - ბავშვს კისერში წაუჭერს. `აუცილებლად აკონტროლეთ, რომ ბავშვს ზურგჩანთაში არ ედოს ზედმეტი ნივთები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩანთის ზომას. ბავშვებს უყვართ სკოლაში სათამაშოების, სხვადასხვა ნივთების ტარება.
პირველკლასელის ჩანთას რამდენიმე განყოფილება და უჯრა უნდა ჰქონდეს, რაც დაგეხმარებათ, წიგნები და რვეულები ზურგჩანთაში თანაბრად გადაანაწილოთ.

საწერი კალმები
არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი და დიდი ზომის, რათა ბავშვმა მსუბუქად დაიჭიროს. რბილად უნდა წერდეს. 2 ცალი საკმარისია.

ფერადი ფანქრები
შეამოწმეთ, რომ რბილად ხატავდეს და ფურცელს არ კაწრავდეს. პატარა ბავშვისთვის ზედმეტად მსხვილ ფანქრებს ნუ აირჩევთ.

ფლომასტერები
სათითაოდ შეამოწმეთ, რომ გამომშრალი არ იყოს და კარგად წერდეს. ეცადეთ, ისეთ საკანცელარიო მაღაზიაში შეიძინოთ, სადაც ხარისხს ყურადღებას აქცევენ.

პენალი
ყველაზე პრეტენზიული ნივთია. ყველაფერი უნდა ეტეოდეს, ბავშვი ადვილად პოულობდეს და ძალიან დიდიც არ უნდა იყოს და არც მძიმე, რომ ისედაც მძიმე ჩანთა კიდევ არ დაამძიმოს. მინიმუმ 2 განყოფილება უნდა ჰქონდეს და ჯობია ე.წ. ფხრიწიანი შესაკრავით - ელვაშესაკრავები ბავშვებს მალე უფუჭდებათ.

რვეულები
პირველკლასელისთვის 12-ფურცლიანი 2-2 ცალი (ქარულის და მათემატიკის) სავსებით საკმარისია. დანარჩენ კლასებში კი ჯობს, მასწავლებლის მითითებას დაელოდოთ, რადგან ზოგი მხოლოდ კალიგრაფიის რვეულით მუშაობს ან სახელმძღვანელოს რვეულებს იყენებს.

პლასტილინი
ხელოვნებას თითქმის ყველა კლასში სწავლობენ, ამიტომ პლასტილი აუცილებლად დაგჭირდებათ.

საშლელი, სათლელი
ეს წვრილმანებია, თუმცა ამის გარეშე მოსწავლის მუშაობა წარმოუდგენელია

ფერადი ქაღალდები
ჯობია აკინძული ფერადი ქარალდები შეუძინოთ, ასე უფრო პრაქტიკული სატარებელია

სხვა წვრილმანი ნივთების სია ასე გამოიყურება:

  1. უბრალო ფანქრები
  2. სახაზავი
  3. სახატავი რვეული
  4. სანიშნე
  5. მაკრატელი
  6. მშრალი წებო
  7. საანგარიშო
  8. წიგნების გადასაკრავი
  9. სათვლელი ჩხირები
  10. პირბადეები
  11. სანიტაიზერის პატარა შეფუთვა
  12. ბოთლი წყლისთვის
  13. ლანჩბოქსი

სად ვიყიდოთ?

რა თქმა უნდა, უმჯობესია, ყველაფრის ყიდვა ერთ სივრცეში მოახერხოთ. ამით დროც დაიზოგება და პანდემიიდან გამომდინარე, უფრო უსაფრთხოც არის. მითუმეტეს, თუ გსურთ, რომ ნივთები ბავშვმა თავისი გემოვნებით აარჩიოს, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში უნდა იმყოფებოდეთ. მაღაზიათა ქსელი „ბბლუსი“ მოხერხებულია იმ მხრივ, რომ ნებისმიერ უბანში აქვს ფილიალი და შორს წასვლა არ მოგიწევთ. ასევე ერთ სივრცეში უყრის თავს პრაქტიკულად ყველანაირ საკანცელარიო ნივთს და როგორც ბრენდების უმრავლესობა, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება უსაფრთხოების ნორმებს.

ბეჭდვა