2021-2022 სასწავლო წლისთვის მოსწავლეები დაისვენებენ შემდეგ დღეებში:
- 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
- 23 ნოემბერი - გიორგობა
- 7 იანვარი - შობა
- 19 იანვარი - ნათლისღება
- 3 მარტი - დედის დღე
- 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
- 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპილსაა, შესაბამისად მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
თამარ იაკობაშვილი