ოფიციალურად, 2021 წელს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა და 15 ივნისს დამთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დასრულებს სწავლას.
2021-2022 სასწავლო წლისთვის მოსწავლეები დაისვენებენ შემდეგ დღეებში:
14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა 23 ნოემბერი - გიორგობა 7 იანვარი - შობა 19 იანვარი - ნათლისღება 3 მარტი - დედის დღე 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე. 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ზამთრის არდდეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპილსაა, შესაბამისად მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
თამარ იაკობაშვილი
შეიცვლება თუ არა პირველკლასელთათვის სასწავლო წლის დასრულების თარიღი, სწავლების მოგვიანებით დაწყების გამო - სამინისტროს განმარტება