"ბავშვი ზოგჯერ ერთი დღის გამო ერთ წელს კარგავს... შეგვიძლია ეტაპობრივად გადავწიოთ ეს ზღვარი" - განათლების მინისტრის პასუხი მომავალი პირველკლასელების მშობლებს
"ბავშვი ზოგჯერ ერთი დღის გამო ერთ წელს კარგავს... შეგვიძლია ეტაპობრივად გადავწიოთ ეს ზღვარი" - განათლების მინისტრის პასუხი მომავალი პირველკლასელების მშობლებს

მინისტრის საათის ფარგლებში გუშინ საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უსმენდნენ. მიხეილ ჩხენკელმა უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. დეპუტატმა კახი კახიშვილმა მინისტრს მიმართა ინიციატივით, რომ პირველკლასელთა სკოლაში შესვლის თარიღად 15 სექტემრის ნაცვლად. 31 დეკემბერი იყოს.

"ფაქტობრივად, ბავშვი ზოგჯერ ერთი დღის გამო ერთ წელს კარგავს. ხომ არ შეიძლება კანონში შევცვალოთ, რომ 31 დეკემბრამდე ვისაც შეუსრულდება 6 წელი, ის შევიდეს პირველ კლასში?" - იკითხა დეპუტატმა.

განათლების მინისტრი ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა:
"ზოგადად, გეთანხმებით, რომ ეს
შეზღუდვა, რომელიც ახლა გვაქვს, გადასახედია,
მაგრამ მინდა იცოდეთ, რა არის მთავარი გამოწვევა. ეს არ არის ახირება, რომ მაინცდამაინც 15 სექტემბრამდე ვინცაა დაბადებული, ის შევიდეს სკოლაში. უბრალოდ, ჩამკეტი მაშინ გაკეთებული იყო ძირითადი შეზღუდვის გამო. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული საკითხი. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ მოვითხოვთ, გარკვეულ დისტანციას. გარდა იმისა, რომ ყველა მოსწავლე ატარებს პირბადეს, მოსწავლეებს შორის დისტანციის შენარჩუნება საჭიროა. შესაბამისად, მაღალკონტიგენტიან სკოლებში ამან დამატებითი ცვლების შემოღების აუცილებლობა გამოიწვია. ამიტომ, ხელდასმით გაზრდა, უცებ არ გამოვა, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. მაგრამ, დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ ეტაპობრივად შეგვიძლია გადავწიოთ ეს ზღვარი." - განაცხადა მინისტრმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ეს იყო დეპუტატის წინადადება და ჯერჯერობით საკითხზე მსჯელობა არ დაწყებულა.

შეგახსენებთ, რომ პირველ კლასში შესვლას შეძლებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებათ. საკითხი აქტუალურია, რადგან, პირობითად 16 სექტემბერს დაბადებულ ბავშვს ერთი წლის დაკარგვა უწევს და ამის გამო მშობლებიც ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას.

თამარ იაკობაშვილი



14087
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
xxx
0
არ ვიცი და ვერ ვხსნი რატომ არიან პედაგოგები უნწეოთა კატეგორიაში, პედაგოგების უმეტესობა უნივერსიტეტ დამთავრებულია, სეიძლება უნივერსიტეტ დამთავრებულ მოქალაქეს, თუ ასეთუი უმაღლესი განათლება ჭირდება სამსახურში და ნამდვილად ასეა, ხელფასიც იმდენი უნდა ქონდეს რასაც იმსახურებს,რა, მათ ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ? ნუთუ მათ არ აქვთ იმის უფლება ერთოთახიანი ბინა მაინც აიშენონ. რა ხდება თუ უკვირდებით , უვიცდა ბრბო მდიდრდება და განათლებული ადამიანები უსახლკაროდ რჩებიან, ვისი იქნება მომავალი... დაფიქრდით, ამ უვიცების,. ან გაიქცწვიან და აავსეთ მერე საქართველო მრავალეროვანი უსახლკაროებით. ისინი ყველაფერს მოახერხებენ. ვაი თქვენ აზროვნებას...
18:46 / 04-01-2022
ჩათვალეთ გამოკითხვად!..
0
თუ კეთილ ნებას გამოიჩენს განათლების სამინისტრო, აი ეს მასალა შეუძლია ჩათვალოს საზოგადოებრივ გამოკითხვად, სადაც გამოკითხულთა 100% მიესალმება კი არა, ითხოვს, რომ დადებითად გადაწყდეს ეს საკითხი!.. ვისაც არ უნდა, ნუ შეიყვანს (ანუ, სავალდებულოდ ნუ გავხდით!), მაგრამ ვისაც აწყობს, ნუ დავაკარგვინებთ წელს!
21:23 / 25-12-2021
myquiz
მსგავსი სიახლეები