მინისტრის საათის ფარგლებში გუშინ საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უსმენდნენ. მიხეილ ჩხენკელმა უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. დეპუტატმა კახი კახიშვილმა მინისტრს მიმართა ინიციატივით, რომ პირველკლასელთა სკოლაში შესვლის თარიღად 15 სექტემრის ნაცვლად. 31 დეკემბერი იყოს.
"ფაქტობრივად, ბავშვი ზოგჯერ ერთი დღის გამო ერთ წელს კარგავს. ხომ არ შეიძლება კანონში შევცვალოთ, რომ 31 დეკემბრამდე ვისაც შეუსრულდება 6 წელი, ის შევიდეს პირველ კლასში?" - იკითხა დეპუტატმა.
განათლების მინისტრი ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა:
"ზოგადად, გეთანხმებით, რომ ეს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ეს იყო დეპუტატის წინადადება და ჯერჯერობით საკითხზე მსჯელობა არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ პირველ კლასში შესვლას შეძლებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებათ. საკითხი აქტუალურია, რადგან, პირობითად 16 სექტემბერს დაბადებულ ბავშვს ერთი წლის დაკარგვა უწევს და ამის გამო მშობლებიც ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას.
თამარ იაკობაშვილი