"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
სტუდენტი ეთო ხაბურზანია, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ფეისბუქზე განმარტავს, თუ რატომ არ უხარია ოქროს მედლის მიღება, რომელიც სკოლის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ გადასცეს.

"2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არათუ ახლა, არამედ მაშინაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია.
2.5 წელია ველოდები ამ დღეს, როდის დავწერ ყველაფერს, რაც 12 წლის განმავლობაში დამიგროვდა.
ჩემი თანატოლები მადლობის ტექსტებს წერენ, უხარიათ, აღნიშნავენ, თითქოს იდეალური განათლების სისტემა გვქონდეს.
მე კი იმდენად შემაძულეს სკოლა, ბოლო ზარის შემდეგ მხოლოდ დღეს მივედი და
თანაც უკანასკნელად.
შეუძლებელია 12 წლის
განმავლობაში ნანახისა და მოსმენილის ერთ პოსტში ჩატევა, მაგრამ ვიტყვი ყველაზე მთავარს: განათლების სისტემა არ არის მორგებული მოსწავლეზე. განათლების სისტემას ადამიანი არ უყვარს. განათლების სისტემას არ სურს განათლებული თაობის აღზრდა.
თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდია, მრავალფეროვანი მიზნებითა და სურვილებით. იმის ნაცვლად, რომ თითოეულში ეს უნიკალურობა იპოვონ და გააღვივონ, პირიქით, თავისუფლებას უზღუდავენ და უკლავენ ყველაზე მთავარს, ინტერესებს.
ამ მრვალფეროვან ადამიანებს ერთ ქვაბში ხარშავენ და ყველას ყველაფრის დაზუთხვა თანაბრად მოეთხოვება, მანამ, სანამ ქულებით დიფერენცირება არ დაიწყება.
ეს მედალი ამბობს, რომ ყველა საგანში თანაბრად "ნიჭიერი" ვარ, თანაბრად "განათლებული" და ყველაფერი "ათიანზე" ვიცი. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. რამდენიმე საგანში გრამიც აღარ მახსოვს და მეტიც, თავის დროზეც არ ვიცოდი სათანადოდ. რამდენიმე საგანში ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ნიჭიერი კლასელი მყავდა, მაგრამ იმათ ექვსიანი ჰქონდათ, მე ათიანი. ამ მემკვიდრეობითმა კარგმა მოსწავლეობამ ისე გამაზარმაცა, რომ აღარ მეკითხებოდნენ, აღარც ვსწავლობდი და ეს რამდენიმე მასწავლებელმა ვერც გაიგო, ან შეამჩნია და გაუგებარი მიზეზის გამო თვალი დახუჭა.
ზემოთ დაზუთხვა სწორად აღვნიშნე. დღევანდელ სასწავლო მასალას არაფერი აქვს საერთო რაიმეს გააზრებასთან და გამოცლილია შინაარსისგან. მასალა პასუხობს შეკითხვებს: რა? სად? როდის? მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს შეკითხვებს: რატომ? რისთვის? მიზანი რა იყო? საფუძველი რა ჰქონდა?
მართალია 12 წლის განმავლობაში "რაღაც კარგიც ხდებოდა", მაგრამ ცუდს ხომ უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ. ეს იმიტომ, რომ ცუდი უფრო გვტკივა.
კონკრეტულ ქეისებს არ დავწერ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჩემს სკოლას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ კლასელებს როგორც ექცეოდა. ყველა მახსოვს, ყველაფერი თვალწინ მიდგას, ყველა შეურაცხყოფა, თითოეული დამცირება, ყველა წყენა, თითოეული ბულინგი.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ზოგ მათგანს თავისუფლება რომ წაართვა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ადამიანი რომ არ უყვარდა.
ძალიან უნდა გაგიმართლოს მასწავლებელში, ადამიანი რომ უყვარდეს და ინდივიდის განვითარებისკენ იყოს მიმართული. კი, იმედის ნაპერწკალებიც არსებობენ, ასეთი სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მყავს და თითოეულმა იცის როგორ ვაფასებ და რამხელა წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში.
ეს მედალი კი დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვება განათლების სისტემა ადამიანს, სად არ მინდა ჩემი შვილის მიყვანა, და რისი შეცვლა მინდა. ამაში მოსალოცი საერთოდ არაფერი მგონია.
პ.ს ბოდიში ვისაც იმედი გავუცრუე, მაგრამ 2.5 წელი ვითმენდი და ნაკლები იმედგაცრუება არც მე მინახავს," - წერს ეთუნა ხაბურზანია.

alt"განათლების სისტემა რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სკოლის ბრალი არ არის... " - კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი სკოლაში გატარებული წლების შესახებ


118676
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (47)
მზია ნაჭყებია
13
განათლების სისტემაში ყველაფერი რიგზე რომ არ სრის, ეს ძველი ამბავია! მაგრამ ამ გოგონას უმადურობას საზღვარი არ აქვს! თუ ასეთი საშინელება იყო სკოლა და პროტესტი ჰქონდა, გამოსულიყო, მაგრამ არა, ატესტატი, ოქროს მედალი თან დაუმსახურებლად ხომ უნდა მიეღო, რომ მერე სადმე ჩაებარებინა, აბა უდიპლომოდ ხომ არ დარჩებოდა! არ არის ეს კარგი მაგალითი!
07:42 / 22-05-2022
თინათინ
5
აბსოლიტურად ვეთანხმები ამ ჭკვიან გოგოს, სკოლა ქცეული სისტემად რომელშიც მასწავლებლები სულ გულზე ფიქრობენ და მოსწავლეებიხშირად არიან დაბულინგებული და უარყოფილი
22:49 / 21-05-2022
ქართველი
3
შევაქებ ამ გოგოს გაბედულებას,სიმართლე მწარეა რაც ბევრს არ მოსწონს. თავად გამოვცადე უსამართლობა, სხვასთან მიმართებით.80 იან წლებში ინსტიტუტის პირველ სემესტრში ბოლო გამოცდაზე რომელიც სკკპ ისტორია იყო ლექტორმა რადგანც სხვა საგნებში 5 ები მეწერა 5 იანი დამიწერა.ჯგუფის წინ ვთხოვე ეს არ გაეკეთებინა რადგან 3 იანზე მეტი არ მეკუთვნოდა. მან გამკიცხა და მაინც 5 იანი დაწერა. მაშინ ხომ შემრცხვა და შემრცხვა,დღესაც უსიამოვნოდ მომყვება მაშინდელი შეგრძნება. არადა ჯგუფში იყო გოგონა რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ისტორია,მას 4 იანი დაუწერა.
14:46 / 21-05-2022
ეკა
4
ღვარძლი კი არა,სიმართლე აქვთ რისი დანახვა,მოსმენა არავის უნდა,სამწუხაროდ!
12:51 / 21-05-2022
!!!
10
ორი წელი რად უნდოდა სიმართლის დაწერას თუ მართლა ასე ფიქრობს? ან რატომ წამოიღო ეს მედალი, ძალით მისცეს? თვითონვე ამბობს ბოლოს კარგად აღარ ვსწავლობდიო. მოკლედ, მედალი აქვს, ეხლა ყურადღების მიქცევა უნდა პოპულარობისთვის. საინტერესო ფსიქოტიპია. უსამართლობა სად არ ხდება, არც სკოლაა გამონაკლისი, მაგრამ ოქროს მედალოსან სკოლადამთავრებულს ასე რომ გაელანძღოს მშობლიური სკოლა და პედაგოგები არ მახსენდება!!!
00:26 / 21-05-2022
მსგავსი სიახლეები