"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
სტუდენტი ეთო ხაბურზანია, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ფეისბუქზე განმარტავს, თუ რატომ არ უხარია ოქროს მედლის მიღება, რომელიც სკოლის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ გადასცეს.

"2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არათუ ახლა, არამედ მაშინაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია.
2.5 წელია ველოდები ამ დღეს, როდის დავწერ ყველაფერს, რაც 12 წლის განმავლობაში დამიგროვდა.
ჩემი თანატოლები მადლობის ტექსტებს წერენ, უხარიათ, აღნიშნავენ, თითქოს იდეალური განათლების სისტემა გვქონდეს.
მე კი იმდენად შემაძულეს სკოლა, ბოლო ზარის შემდეგ მხოლოდ დღეს მივედი და
თანაც უკანასკნელად.
შეუძლებელია 12 წლის
განმავლობაში ნანახისა და მოსმენილის ერთ პოსტში ჩატევა, მაგრამ ვიტყვი ყველაზე მთავარს: განათლების სისტემა არ არის მორგებული მოსწავლეზე. განათლების სისტემას ადამიანი არ უყვარს. განათლების სისტემას არ სურს განათლებული თაობის აღზრდა.
თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდია, მრავალფეროვანი მიზნებითა და სურვილებით. იმის ნაცვლად, რომ თითოეულში ეს უნიკალურობა იპოვონ და გააღვივონ, პირიქით, თავისუფლებას უზღუდავენ და უკლავენ ყველაზე მთავარს, ინტერესებს.
ამ მრვალფეროვან ადამიანებს ერთ ქვაბში ხარშავენ და ყველას ყველაფრის დაზუთხვა თანაბრად მოეთხოვება, მანამ, სანამ ქულებით დიფერენცირება არ დაიწყება.
ეს მედალი ამბობს, რომ ყველა საგანში თანაბრად "ნიჭიერი" ვარ, თანაბრად "განათლებული" და ყველაფერი "ათიანზე" ვიცი. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. რამდენიმე საგანში გრამიც აღარ მახსოვს და მეტიც, თავის დროზეც არ ვიცოდი სათანადოდ. რამდენიმე საგანში ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ნიჭიერი კლასელი მყავდა, მაგრამ იმათ ექვსიანი ჰქონდათ, მე ათიანი. ამ მემკვიდრეობითმა კარგმა მოსწავლეობამ ისე გამაზარმაცა, რომ აღარ მეკითხებოდნენ, აღარც ვსწავლობდი და ეს რამდენიმე მასწავლებელმა ვერც გაიგო, ან შეამჩნია და გაუგებარი მიზეზის გამო თვალი დახუჭა.
ზემოთ დაზუთხვა სწორად აღვნიშნე. დღევანდელ სასწავლო მასალას არაფერი აქვს საერთო რაიმეს გააზრებასთან და გამოცლილია შინაარსისგან. მასალა პასუხობს შეკითხვებს: რა? სად? როდის? მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს შეკითხვებს: რატომ? რისთვის? მიზანი რა იყო? საფუძველი რა ჰქონდა?
მართალია 12 წლის განმავლობაში "რაღაც კარგიც ხდებოდა", მაგრამ ცუდს ხომ უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ. ეს იმიტომ, რომ ცუდი უფრო გვტკივა.
კონკრეტულ ქეისებს არ დავწერ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჩემს სკოლას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ კლასელებს როგორც ექცეოდა. ყველა მახსოვს, ყველაფერი თვალწინ მიდგას, ყველა შეურაცხყოფა, თითოეული დამცირება, ყველა წყენა, თითოეული ბულინგი.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ზოგ მათგანს თავისუფლება რომ წაართვა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ადამიანი რომ არ უყვარდა.
ძალიან უნდა გაგიმართლოს მასწავლებელში, ადამიანი რომ უყვარდეს და ინდივიდის განვითარებისკენ იყოს მიმართული. კი, იმედის ნაპერწკალებიც არსებობენ, ასეთი სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მყავს და თითოეულმა იცის როგორ ვაფასებ და რამხელა წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში.
ეს მედალი კი დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვება განათლების სისტემა ადამიანს, სად არ მინდა ჩემი შვილის მიყვანა, და რისი შეცვლა მინდა. ამაში მოსალოცი საერთოდ არაფერი მგონია.
პ.ს ბოდიში ვისაც იმედი გავუცრუე, მაგრამ 2.5 წელი ვითმენდი და ნაკლები იმედგაცრუება არც მე მინახავს," - წერს ეთუნა ხაბურზანია.

alt"განათლების სისტემა რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სკოლის ბრალი არ არის... " - კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი სკოლაში გატარებული წლების შესახებ


118792
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (47)
უცნობი
3
სკოლა აბსოლუტურად მიგდებული ობიექტია. მტავრობას არაფერი არ აინტერესებს. პირველი, არ აინტერესებთ მასწავლებლის განათლების დონე, არ აინტერესებთ ის არის თუ არა პედაგოიური განათლების სპეციალისტი. იმ სკოლაში, რომელიც თითქოს კარგი სკოლაა მასწავლებლების 10 წროცენტ არ არის სპეციალისტი. ნიშნებს ნაცნობობის მიხედვით წერენ, ფაქტიურად ჩვენ სკოლას სამი, ოთხი მასწავლებელი ასუნტქებს, რა არის ეს. ჩვეწნთან ლალი მასწავლებელი რომ არ ასწავლიდეს იქით არ გავიხედავდი და რატომ აქვთ ამ პედაგოგებს ასე პატარა ხელფასები,მათ არ უნდათ ცხოვრება?ამოვიდა ყელში ეს რეპეტიტორობა,მასწავლებელს იმდენი დრო არ უნდა ქონდეს ბავშვი ცოტა სხვა საქმითაც დატვირთოს.თავად რომ იშენებენ სასახლეებს, მასწავლებელს რატომ არ აძლევენ ისეთ ხელფასს სახლი აიშენოს, როგორც მათ იგდებებ მასხარად, ისე მასხარად არის ჩვენი სწავლა-განათლება ქცეული.
11:48 / 20-05-2022
uuf
33
ნუ ბოდიალობ რარაცას რააა არასოდეს არავის არც დავუჩაგრივარ და არ მოწინავე ხაზზე გავუშვივარ ტყუილად ვსწავლობდი მეკუთვნოდ ვიღებდი მადლობა ჩემ პედაგოდებს. გაინაღდა მედალი და გაასანსალა პოსტი
11:33 / 20-05-2022
ეკა ჩიტაძე
2
მეც იგივეს ვიტყვი სიმართლეს ამბობს ეს გოგონა.ნუ ჩვენ სკოლაში არაა მაგრამ...ნაცნობობა ყველგან ჭრის.ვის ხათრით უწერენ ნიშანს და თავისთვის რომ წვალობს რეპეტიტორის გარეშე იმას რომ წაახალისონ ნიშანს არ უმატებენ.განათლების სამინისტროს ძინავს პროგრამა ნულის დონეზე რომაა დაყვანილი.რაგაცა უაზრო კომპლექდურებით გატენილი სრაფრის მომცემი.
11:25 / 20-05-2022
ანა
1
განათლების სისტემა ძირფესვიანად შესაცვლელია და ყველა მასწავლებელი მასწავლებელი არაა,მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს.გადახედეთ სხვა ქვეყნების განათლების სისტემას.ყველაცერში ხომ მათ ვედრებით.რაც კარგია, ის გადმოვიღოთ.ბავშვებს ნუ შევაჯავრებთ სწავლას.ყველას ერთი მისწრაფება ხომ არ აქვს.დაზეპირებით არაფერი გამოვა.ან ამ ონლაინ გაკვეთილებით რა კეთდება.არ ისმის,ვერ ან არ ერთვებიან ბავშვები.მოკლედ ქაოსია,შესაცვლელია ყველაფერი.
11:01 / 20-05-2022
სალომეს
2
ქალბატონო რას ამბობთ, რატომ არის " ჩამყაყებული კომუნისტებისდროინდელი მიდგომა და სპეციფიკა " ? თქვენი შვილები " სკოკაში " დადიან და ბრწყინვალედ სწავლობენ? კომუნისტების დროს ყველა სახელმძღვანელო გასაგებად იყო დაწერილი და რეპეტიტორთან სიარული იშვიათობა იყო. დღეს კი, რეპეტიტორის გარეშე იშვიათია ბავშვმა ცოდნა მიიღოს!!!
09:28 / 20-05-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები