"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
სტუდენტი ეთო ხაბურზანია, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ფეისბუქზე განმარტავს, თუ რატომ არ უხარია ოქროს მედლის მიღება, რომელიც სკოლის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ გადასცეს.

"2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არათუ ახლა, არამედ მაშინაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია.
2.5 წელია ველოდები ამ დღეს, როდის დავწერ ყველაფერს, რაც 12 წლის განმავლობაში დამიგროვდა.
ჩემი თანატოლები მადლობის ტექსტებს წერენ, უხარიათ, აღნიშნავენ, თითქოს იდეალური განათლების სისტემა გვქონდეს.
მე კი იმდენად შემაძულეს სკოლა, ბოლო ზარის შემდეგ მხოლოდ დღეს მივედი და
თანაც უკანასკნელად.
შეუძლებელია 12 წლის
განმავლობაში ნანახისა და მოსმენილის ერთ პოსტში ჩატევა, მაგრამ ვიტყვი ყველაზე მთავარს: განათლების სისტემა არ არის მორგებული მოსწავლეზე. განათლების სისტემას ადამიანი არ უყვარს. განათლების სისტემას არ სურს განათლებული თაობის აღზრდა.
თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდია, მრავალფეროვანი მიზნებითა და სურვილებით. იმის ნაცვლად, რომ თითოეულში ეს უნიკალურობა იპოვონ და გააღვივონ, პირიქით, თავისუფლებას უზღუდავენ და უკლავენ ყველაზე მთავარს, ინტერესებს.
ამ მრვალფეროვან ადამიანებს ერთ ქვაბში ხარშავენ და ყველას ყველაფრის დაზუთხვა თანაბრად მოეთხოვება, მანამ, სანამ ქულებით დიფერენცირება არ დაიწყება.
ეს მედალი ამბობს, რომ ყველა საგანში თანაბრად "ნიჭიერი" ვარ, თანაბრად "განათლებული" და ყველაფერი "ათიანზე" ვიცი. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. რამდენიმე საგანში გრამიც აღარ მახსოვს და მეტიც, თავის დროზეც არ ვიცოდი სათანადოდ. რამდენიმე საგანში ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ნიჭიერი კლასელი მყავდა, მაგრამ იმათ ექვსიანი ჰქონდათ, მე ათიანი. ამ მემკვიდრეობითმა კარგმა მოსწავლეობამ ისე გამაზარმაცა, რომ აღარ მეკითხებოდნენ, აღარც ვსწავლობდი და ეს რამდენიმე მასწავლებელმა ვერც გაიგო, ან შეამჩნია და გაუგებარი მიზეზის გამო თვალი დახუჭა.
ზემოთ დაზუთხვა სწორად აღვნიშნე. დღევანდელ სასწავლო მასალას არაფერი აქვს საერთო რაიმეს გააზრებასთან და გამოცლილია შინაარსისგან. მასალა პასუხობს შეკითხვებს: რა? სად? როდის? მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს შეკითხვებს: რატომ? რისთვის? მიზანი რა იყო? საფუძველი რა ჰქონდა?
მართალია 12 წლის განმავლობაში "რაღაც კარგიც ხდებოდა", მაგრამ ცუდს ხომ უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ. ეს იმიტომ, რომ ცუდი უფრო გვტკივა.
კონკრეტულ ქეისებს არ დავწერ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჩემს სკოლას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ კლასელებს როგორც ექცეოდა. ყველა მახსოვს, ყველაფერი თვალწინ მიდგას, ყველა შეურაცხყოფა, თითოეული დამცირება, ყველა წყენა, თითოეული ბულინგი.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ზოგ მათგანს თავისუფლება რომ წაართვა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ადამიანი რომ არ უყვარდა.
ძალიან უნდა გაგიმართლოს მასწავლებელში, ადამიანი რომ უყვარდეს და ინდივიდის განვითარებისკენ იყოს მიმართული. კი, იმედის ნაპერწკალებიც არსებობენ, ასეთი სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მყავს და თითოეულმა იცის როგორ ვაფასებ და რამხელა წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში.
ეს მედალი კი დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვება განათლების სისტემა ადამიანს, სად არ მინდა ჩემი შვილის მიყვანა, და რისი შეცვლა მინდა. ამაში მოსალოცი საერთოდ არაფერი მგონია.
პ.ს ბოდიში ვისაც იმედი გავუცრუე, მაგრამ 2.5 წელი ვითმენდი და ნაკლები იმედგაცრუება არც მე მინახავს," - წერს ეთუნა ხაბურზანია.

alt"განათლების სისტემა რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სკოლის ბრალი არ არის... " - კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი სკოლაში გატარებული წლების შესახებ


118792
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (47)
ედიკა
2
თემურ! კიდევ კარგი, კობას ნაცვლად, მიშა არ იყო ნახსენები, თორემ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე კიარა, უმრავლესობა მიშას დაწერდა
14:29 / 25-12-2021
ალა
6
თქვენისთანა საღად მოაზროვნე ბავშვები ამრავლოს ღმერთმა. "ვაზელინ"-გაპოხილი განათლების მინისტრის ხელში მართლაც რომ საცოდავები ხართ.
14:05 / 25-12-2021
თემურის
2
კი, მახსოვს ის გამოკითხვა! ერთ-ერთი შეკითხვა იყო: ვინ დააარსა თბილისი - გორგასალმა, აღმაშენებელმა თუ კობა ხაბაზმა? - რამდენიმემ უპასუხა, კობა ხაბაზმაო! :))
13:33 / 25-12-2021
თემური
3
მე არ ვმუშობ სასკოლო განათლების სისტემაში. ჩემი აზრით, რაც დაითესა, იმას ვიმკით. რატომ? შ. 2021 წლიდან გადავთვალოთ 12 წელი უკან. განათლების სისტემას პროფესიონალი არ ედგა სათავეში. უფრო მეტიც, პედაგოგიური განათლება არ ჰქონდა მიღებული. იმჟამინდელმა განათლების მინისტრმა სიტყვა "ბავშვი" ს დაწერაში ორჯერ დაუშვა შეცდომა და მესამედაც ვერ დაწერა, სამაგიეროდ განათლების სისტემის რეფორმა განახორციელა, პრაქტიკულად დაანგრიეს უმაღლესი განათლებიის სისტემაც. დაშალეს ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი, გამოყარაეს ცნობილი,მხცოვანი მეცნიერები. სკოლებში იაკობ გოგებშვილის "დედა ენა" ამოიღეს სწავლებიდან, ბავშვებისათვის "თანამედროვე" "ევროპული" ჩვევების ჩანერგვა დააპირა, იმ ჩვევებისა, რაც თვითონ ევროპელებს არ მოსწონთ. შედეგიც სახეზეა. ჩემი მეგობრის არ იყოს, რუსთაველი გორგასალში ეშლებათ. არ გჯერათ? ნახეთ რუსთაველზე და ვერაზე ჩატარებული სატელევიზიო გამოკითხვები და "კარგ" ხასიათზე დადგებით. ხალხო, ახალი წელი მოდის, ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანოთ, იმდეი ვიქონიოთ რომ განათლებული მომავალ თაობა გვეყოება. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! .
13:01 / 25-12-2021
ლალუკა
4
კრებაზე დაგვიბარებდნენ მშობლებს და მარტო ექსკურსიებზე, სად წავიდნე, როგორ იქეიფონ, მეტზე არაფერზე ლაპარაკობდა დამრიგებელი, ქართულში თემა და გრამატიკა არ უსწავლია, შანიძის ძველი გამოცემული გრამატიკებიდან ვამიცადინე შვილი და ისე ჩააბარა უმაღლესში, რეპეტიტორთანაც არ უვლია, იმიტომ რომ მე მყავდა უძლიერესი ქართულის მასწავლებელი და ვიცოდი გრამატიკა
10:58 / 25-12-2021
myquiz
მსგავსი სიახლეები