"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
სტუდენტი ეთო ხაბურზანია, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ფეისბუქზე განმარტავს, თუ რატომ არ უხარია ოქროს მედლის მიღება, რომელიც სკოლის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ გადასცეს.

"2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არათუ ახლა, არამედ მაშინაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია.
2.5 წელია ველოდები ამ დღეს, როდის დავწერ ყველაფერს, რაც 12 წლის განმავლობაში დამიგროვდა.
ჩემი თანატოლები მადლობის ტექსტებს წერენ, უხარიათ, აღნიშნავენ, თითქოს იდეალური განათლების სისტემა გვქონდეს.
მე კი იმდენად შემაძულეს სკოლა, ბოლო ზარის შემდეგ მხოლოდ დღეს მივედი და
თანაც უკანასკნელად.
შეუძლებელია 12 წლის
განმავლობაში ნანახისა და მოსმენილის ერთ პოსტში ჩატევა, მაგრამ ვიტყვი ყველაზე მთავარს: განათლების სისტემა არ არის მორგებული მოსწავლეზე. განათლების სისტემას ადამიანი არ უყვარს. განათლების სისტემას არ სურს განათლებული თაობის აღზრდა.
თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდია, მრავალფეროვანი მიზნებითა და სურვილებით. იმის ნაცვლად, რომ თითოეულში ეს უნიკალურობა იპოვონ და გააღვივონ, პირიქით, თავისუფლებას უზღუდავენ და უკლავენ ყველაზე მთავარს, ინტერესებს.
ამ მრვალფეროვან ადამიანებს ერთ ქვაბში ხარშავენ და ყველას ყველაფრის დაზუთხვა თანაბრად მოეთხოვება, მანამ, სანამ ქულებით დიფერენცირება არ დაიწყება.
ეს მედალი ამბობს, რომ ყველა საგანში თანაბრად "ნიჭიერი" ვარ, თანაბრად "განათლებული" და ყველაფერი "ათიანზე" ვიცი. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. რამდენიმე საგანში გრამიც აღარ მახსოვს და მეტიც, თავის დროზეც არ ვიცოდი სათანადოდ. რამდენიმე საგანში ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ნიჭიერი კლასელი მყავდა, მაგრამ იმათ ექვსიანი ჰქონდათ, მე ათიანი. ამ მემკვიდრეობითმა კარგმა მოსწავლეობამ ისე გამაზარმაცა, რომ აღარ მეკითხებოდნენ, აღარც ვსწავლობდი და ეს რამდენიმე მასწავლებელმა ვერც გაიგო, ან შეამჩნია და გაუგებარი მიზეზის გამო თვალი დახუჭა.
ზემოთ დაზუთხვა სწორად აღვნიშნე. დღევანდელ სასწავლო მასალას არაფერი აქვს საერთო რაიმეს გააზრებასთან და გამოცლილია შინაარსისგან. მასალა პასუხობს შეკითხვებს: რა? სად? როდის? მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს შეკითხვებს: რატომ? რისთვის? მიზანი რა იყო? საფუძველი რა ჰქონდა?
მართალია 12 წლის განმავლობაში "რაღაც კარგიც ხდებოდა", მაგრამ ცუდს ხომ უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ. ეს იმიტომ, რომ ცუდი უფრო გვტკივა.
კონკრეტულ ქეისებს არ დავწერ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჩემს სკოლას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ კლასელებს როგორც ექცეოდა. ყველა მახსოვს, ყველაფერი თვალწინ მიდგას, ყველა შეურაცხყოფა, თითოეული დამცირება, ყველა წყენა, თითოეული ბულინგი.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ზოგ მათგანს თავისუფლება რომ წაართვა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ადამიანი რომ არ უყვარდა.
ძალიან უნდა გაგიმართლოს მასწავლებელში, ადამიანი რომ უყვარდეს და ინდივიდის განვითარებისკენ იყოს მიმართული. კი, იმედის ნაპერწკალებიც არსებობენ, ასეთი სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მყავს და თითოეულმა იცის როგორ ვაფასებ და რამხელა წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში.
ეს მედალი კი დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვება განათლების სისტემა ადამიანს, სად არ მინდა ჩემი შვილის მიყვანა, და რისი შეცვლა მინდა. ამაში მოსალოცი საერთოდ არაფერი მგონია.
პ.ს ბოდიში ვისაც იმედი გავუცრუე, მაგრამ 2.5 წელი ვითმენდი და ნაკლები იმედგაცრუება არც მე მინახავს," - წერს ეთუნა ხაბურზანია.

alt"განათლების სისტემა რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სკოლის ბრალი არ არის... " - კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი სკოლაში გატარებული წლების შესახებ


118792
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (47)
rrr
6
ზოგადად ეს მედალი, რომ მარაზმია და გასაუქმებელია ფაქტია.
00:00 / 25-12-2021
ოქროს მედალოსანი
3
მეც ოქროს მედალზე დავამთავრე თავის დროზე სკოლა, რასაც ეთუნა წერს, ჩემთვის ძალიან გასაგებია და ახლო. მაგრამ კიდევ უფრო დავუფასებდი, ამ სტატიის ბოლოს რომ დაეწერა "...ხოდა არ წამოვიღე ეგ ოქროს მედალი, თქვენი იყოს, ვინც განათლების სისტემა ამ დღეში ჩააგდეთ!"
23:18 / 24-12-2021
გაიოზი
6
სამწუხაროდ, იმას, რასაც ეთუნა წერს, არ ახალია. მე სკოლა 1972 წელს დავამთავრე და ზუსტად ასეთი უკმაყოფილომ დავტოვე ის, როგორც ამას ეთუნა წერს. თუმცა ეს არც თანაკლასელებს და არც ყველა მასწავლებელს არ ეხება. პირველი 8-წლედი სოფლის სკოლაში ვსწავლობდი, არა მხოლოდ ფრიადებზე, თუმცა კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. სისატიკის ერთ-ერთ მაგალითად გავიხსენებ შემთხვევას, როცა შეურაცხოფითა და ცემით თვალცრემლიან თანაკლასელ მე-8 კლასელ გოგონას გაკვეთილი არ იცოდა) ლოყაში ისე გაარტყა ე. წ. „დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე მასწავლებელ“-მა, რომ 2-მეტრის მოშორებით მჯდომს სახეზე შემესხა თანაკლასელი გოგონას ცრემლები. შემეზიზღა მოძალადე მასწავლებელი და უდიდესი სურვილი გამიჩნდა გოგონას შეურაცხოფისთვის პასუხი გამეცა, მაგრამ სად ის და სად მე. დღემდის საშინლად მახსენდება ის ამბავი, თუმცა ის მასწავლებელი უკვე 3-ათეულ წელზე მეტია გარდაცვლილია. მე-9 კლასში გადასულს ისეთი მასწავლებელი შემხვდა, რომ ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი საგანი მათემატიკა შემაჯავრა. ბავშვები ამორჩევით უყვარდა. მე ვერ მოვხვდი მის გემოვნებაში და მისი ჩემდამი დამოკიდებულება დღემდის მაღიზიანებს. დღესაც ბევრჯერ ვფიქრობ ეს ყველაფერი საკაცობრიო მოვლენაა, თუ სხვა ქვეყნებშიც ხდება მსგავსი ამბები? აქვე მინდა აღვნიშნო, ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ყოფილ მასწავლებლებისადმი, რომლებიც სულით და ხორცით ნამდვილად აღმზდელი-მასწავლებლების ყველა თვისებით გამოირჩეოდნენ, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ გამონაკლისები იყვნენ ასეთები....
18:04 / 24-12-2021
ლალი
10
თითქმის ყველაფერში ვეთანხმები ამ გოგოს, მაგრამ მაინც თვალშისაცემია მისი აგრესია ბავშვობაზე და სავარაუდოდ მარტო განათლების სისტემაზე კი არა, კლასელებზეც... ცოტა პრობლემები აქვს აშკარად..
17:02 / 24-12-2021
კახა
8
ქვეყანაში სადაც ყველაფერი უკუღმა, მიდის შეუძლებელია რომელიმე დარგი სწორად ვითარდებოდეს.
16:21 / 24-12-2021
myquiz
მსგავსი სიახლეები