"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე
სტუდენტი ეთო ხაბურზანია, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ფეისბუქზე განმარტავს, თუ რატომ არ უხარია ოქროს მედლის მიღება, რომელიც სკოლის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ გადასცეს.

"2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არათუ ახლა, არამედ მაშინაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია.
2.5 წელია ველოდები ამ დღეს, როდის დავწერ ყველაფერს, რაც 12 წლის განმავლობაში დამიგროვდა.
ჩემი თანატოლები მადლობის ტექსტებს წერენ, უხარიათ, აღნიშნავენ, თითქოს იდეალური განათლების სისტემა გვქონდეს.
მე კი იმდენად შემაძულეს სკოლა, ბოლო ზარის შემდეგ მხოლოდ დღეს მივედი და
თანაც უკანასკნელად.
შეუძლებელია 12 წლის
განმავლობაში ნანახისა და მოსმენილის ერთ პოსტში ჩატევა, მაგრამ ვიტყვი ყველაზე მთავარს: განათლების სისტემა არ არის მორგებული მოსწავლეზე. განათლების სისტემას ადამიანი არ უყვარს. განათლების სისტემას არ სურს განათლებული თაობის აღზრდა.
თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდია, მრავალფეროვანი მიზნებითა და სურვილებით. იმის ნაცვლად, რომ თითოეულში ეს უნიკალურობა იპოვონ და გააღვივონ, პირიქით, თავისუფლებას უზღუდავენ და უკლავენ ყველაზე მთავარს, ინტერესებს.
ამ მრვალფეროვან ადამიანებს ერთ ქვაბში ხარშავენ და ყველას ყველაფრის დაზუთხვა თანაბრად მოეთხოვება, მანამ, სანამ ქულებით დიფერენცირება არ დაიწყება.
ეს მედალი ამბობს, რომ ყველა საგანში თანაბრად "ნიჭიერი" ვარ, თანაბრად "განათლებული" და ყველაფერი "ათიანზე" ვიცი. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. რამდენიმე საგანში გრამიც აღარ მახსოვს და მეტიც, თავის დროზეც არ ვიცოდი სათანადოდ. რამდენიმე საგანში ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ნიჭიერი კლასელი მყავდა, მაგრამ იმათ ექვსიანი ჰქონდათ, მე ათიანი. ამ მემკვიდრეობითმა კარგმა მოსწავლეობამ ისე გამაზარმაცა, რომ აღარ მეკითხებოდნენ, აღარც ვსწავლობდი და ეს რამდენიმე მასწავლებელმა ვერც გაიგო, ან შეამჩნია და გაუგებარი მიზეზის გამო თვალი დახუჭა.
ზემოთ დაზუთხვა სწორად აღვნიშნე. დღევანდელ სასწავლო მასალას არაფერი აქვს საერთო რაიმეს გააზრებასთან და გამოცლილია შინაარსისგან. მასალა პასუხობს შეკითხვებს: რა? სად? როდის? მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს შეკითხვებს: რატომ? რისთვის? მიზანი რა იყო? საფუძველი რა ჰქონდა?
მართალია 12 წლის განმავლობაში "რაღაც კარგიც ხდებოდა", მაგრამ ცუდს ხომ უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ. ეს იმიტომ, რომ ცუდი უფრო გვტკივა.
კონკრეტულ ქეისებს არ დავწერ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჩემს სკოლას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ კლასელებს როგორც ექცეოდა. ყველა მახსოვს, ყველაფერი თვალწინ მიდგას, ყველა შეურაცხყოფა, თითოეული დამცირება, ყველა წყენა, თითოეული ბულინგი.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ზოგ მათგანს თავისუფლება რომ წაართვა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ადამიანი რომ არ უყვარდა.
ძალიან უნდა გაგიმართლოს მასწავლებელში, ადამიანი რომ უყვარდეს და ინდივიდის განვითარებისკენ იყოს მიმართული. კი, იმედის ნაპერწკალებიც არსებობენ, ასეთი სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მყავს და თითოეულმა იცის როგორ ვაფასებ და რამხელა წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში.
ეს მედალი კი დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვება განათლების სისტემა ადამიანს, სად არ მინდა ჩემი შვილის მიყვანა, და რისი შეცვლა მინდა. ამაში მოსალოცი საერთოდ არაფერი მგონია.
პ.ს ბოდიში ვისაც იმედი გავუცრუე, მაგრამ 2.5 წელი ვითმენდი და ნაკლები იმედგაცრუება არც მე მინახავს," - წერს ეთუნა ხაბურზანია.

alt"განათლების სისტემა რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სკოლის ბრალი არ არის... " - კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი სკოლაში გატარებული წლების შესახებ


118792
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (47)
123
4
იმიტომ არ დადის არცერთი მინისტრის შვილი საჯარო სკოლაში
15:46 / 24-12-2021
!!!
4
დღევანდელი სკოლები, კერძო და საჯარო, მიშვებულია თვითდინებაზე. არავინ არ აკონტროლებს რას ასწავლიან, რომელ სახელმძღვანელოს ირჩევენ. თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დაწყებით კლასს მასწავლებელი ასწავლის 2008 წელს გამოშვებული რუხაძის მათემატიკით. ისე რომ, საერთოდ არ გაუვლიათ გოგიშვილის მათემატიკის 1 ნაწილი, რომელიც დეკემბერში მიატანინეს უკან ჩასაბარებლად. ასევე ალბათ არ გაატარებენ მეორე , მესამე და მეოთხე ნაწილსაც. ვინ არის განმკითხველი? რატომ არ შედის სკოლის ხელმძღვანელობა და არ ესწრება ღია გაკვეთილს სხვა საგნის მასწავლებელთან ერთად? სრული უკონტროლობაა!!!
14:25 / 24-12-2021
მელქისედეკს და სხვებს
6
როდესაც წაკითხულის გააზრებასთან და, შესაბამისად, ზოგად განათლებასთან დაკავშირებით აშკარა პრობლემა გაქვთ, ხომ შეიძლება, რომ განათლებასთან დაკავშირებულ სტატიებზე მაინც არ დაწეროთ "გენიალური" კომენტარები?
13:55 / 24-12-2021
ქეთი
13
ოქროს მედალზე როცა გაქვს პრეტენზია, ყველა საგანში უნდა იყო მაგარი. თუ ვიწრო პროფილით გინდა განვითარება და ინდივიდუალიზმზე გაქვს პრეტენზია, მაშინ 1-2 საგანს ყველა დასძლევს და სულ მედალოსნები იქნებით
13:33 / 24-12-2021
!
18
თუ ორი წლის წინ დაამთავრა სკოლა და თან მედალოსანია და თან ამდენი პრეტენზიები აქვს სკოლის მიმართ, წესით უნდა შეეძლოს სწორად ჩამოაყალიბოს აზრი რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად.
13:19 / 24-12-2021
myquiz
მსგავსი სიახლეები