"განათლების სისტემა რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სკოლის ბრალი არ არის... " - კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი სკოლაში გატარებული წლების შესახებ
"განათლების სისტემა რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ეს სკოლის ბრალი არ არის... " - კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი სკოლაში გატარებული წლების შესახებ


ოქროს მედალოსნის, ეთო ხაბურზანიას პოსტს, რომელიც განათლების სისტემას და სკოლას აკრიტიკებდა, გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად ოქროს მედალს პოსტი ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ლიკა ჯალაღონიამ მიუძღვნა:
"მეც ავიღე ოქროს მედალი, მე მიხარია.
მეტიც, მადლობა ჩემს სკოლას, რომ ამდენი "თავხედობა" მომითმინა ბავშვური უვიცობით გამოწვეული. მადლობა ჩემს სკოლას, რომელმაც საკუთარი თავის ორგანიზება მასწავლა. დღეს რომ რაიმე საქმეში სანდო ვარ, ამ სკოლის დამსახურებაა, ოღონდ მართლა. მეც მქონია "ანარქისტული" გადახვევები და ამბოხებები, მაგრამ ყველაზე მეტად წლების მერე საკუთარი თავი ყველაზე პროდუქტიულ მდგომარეობაში სკოლაში აღმოვაჩინე.
მადლობა სკოლას, რომელმაც საშუალება
მომცა მქონოდა ბავშვობა ისეთი, როგორიც ეს სინამდვილეში უნდა იყოს (ანცი, ლაღი, ოხუნჯი). სადამდეც საშუალება მიეცა, იქამდე "დამიცვა" იმ მორალმორღვეული საზოგადოებისგან, რომლადაც ცდილობენ გარდაგვქმნან.
მადლობა სკოლას, რომელმაც თავისი აღმზრდელობითი ღირსება შეინარჩუნა. დარჩა სკოლად და ოდნავი წარმოდგენა მაინც შემიქმნა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სასწავლო დაწესებულება (როგორ უნდა ორგანიზდებოდეს, როგორი ურთიერთობები უნდა მყარდებოდეს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, როგორ უნდა სთავაზობდეს ბავშვს სარბიელს თავისი ნიჭის განსავითარებლად და ა.შ.).
კი, გეთანხმებით, რომ განათლების სისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს სკოლის ბრალი
არ არის და ტყუილი ბრალდებები მოიშორეთ.
მადლობა ჩემს სკოლას, რომელიც მიუხედავად საზოგადოებრივი კრახისა, არსებობას განაგრძობს და ცდილობს აწარმოოს ეთიკური ინდივიდი/მოსწავლე.
და ბოლოს, მადლობა ჩემი სკოლის პედკოლექტივს და დირექტორს, რომელიც ენერგიას არ იშურებს საათივით გამართოს დაჟანგული ძრავა. ეს მედალი შეიძლება არანაირ პრაქტიკულ ღირებულებას არ ატარებს, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია. ძვირფასია იმიტომ, რომ ამდენი მასწავლებლის შრომასა და პატივისცემას იტევს, ოქროზე ძვირფასია.
მადლობა ჩემს სკოლას! - რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა

alt"არ მომილოცოთ, არ მიხარია... მედალი იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს, რას უშვრება განათლების სისტემა ადამიანს" - ოქროს მედალოსნის მოულოდნელი სიმართლე


5036
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნანა
6
ალბათ შენს დედიკოს ბამბანერკები დაჰქონდა მასწავლებლევთან
17:06 / 07-05-2022
მაია
2
სკოლის ბარალია!!!! მასწვალებლებს სულ არიანტერესებთ ისწავლის თუა არა ბავშვი, მათთვის მთავარია ფული, რომელსაც მშობლები "უგროვებენ" !!!! გაღორებულები არიან!!! მასწავლებელს რომელსაც ყავახანა აქვს კლსაში გახსნილი და ყავის ჭიქით ატარებს გაკვეთილს რა უნდა ასწავლოს ბავშვს?!!
17:01 / 07-05-2022
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები