როგორც იცით, სკოლებში ახლა საგაზაფხულო არდადეგებია გამოცხადებული, რაც 15 მარტამდე გაგრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვიკითხეთ, არდადეგების დასრულების შემდეგ, ექნებათ თუ არა მოსწავლეებს კვლავ ონლაინ სწავლების არჩევანის შესაძლებლობა.
სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მშობელს არდადეგების შემდეგ კვლავ შეუძლია აირჩიოს, შვილს სკოლაში გაუშვებს თუ ონლაინ სწავლების ფორმაზე დატოვებს. მათივე განმარტებით, სასწავლო წელი ერთნაირ ვადებში დასრულდება როგორც საკლასო სივრცეში, ისე ონლაირეჟიმზე მყოფი მოსწავლეებისთვის.
ოფოციალურად, პირველკლასელები სასწავლო წელს ასრულებენ 27 მაისს, მე-12 კლასელები 20 მაისს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი 15 ივნისს. თუ სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით თარიღები შეიცვლება, სამინისტრო წინასწარ, ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.