ეს ვალდებულება ყველა სკოლას ეხება - რა ცვლილება დაგხვდებათ მოსწავლეებსა და მშობლებს მომავალი სასწავლო წლიდან
ეს ვალდებულება ყველა სკოლას ეხება - რა ცვლილება დაგხვდებათ მოსწავლეებსა და მშობლებს მომავალი სასწავლო წლიდან

ზოგადი განათლების კანონში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ყველა სკოლაში ექიმის კაბინეტი ახალი სტანდარტით უნდა მოეწყოს.
"2021 წელს ზოგადი განათლების კანონში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც დაგვევალა, რომ ყველა სკოლაში იყოს ექიმის კაბინეტი და არსებობდეს შესაბამისი სტანდარტი. ეს არის დროში განაწილებული პროცესი. განათლების სამინისტროს აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 15 სექტემბრამდე ეტაპობრივად, ყველა სკოლაში, მოცემული სტანდარტის შესაბამისი კაბინეტი უნდა მოეწყოს." - განგვიცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ექიმის, ექთნის მუშაობისა და სამედიცინო ოთახის აღჭურვის შესახებ სტანდარტს სკოლებში ჯანდაცვის, ასევე განათლების სამინისტროს
ბრძანება აყალიბებს. მოცემული დოკუმენტის მიხედვით,
სკოლის ექიმს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს ამ წესით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში და სკოლაში ასრულებს წამყვან, ძირითად საქმიანობას ამ წესით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. ხოლო, სკოლაში ექთნად შეიძლება იმუშაოს შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე საშუალო სამედიცინო პერსონალმა, რომელიც ახორციელებს სკოლის ექიმის დამხმარე საქმიანობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:
  1. "პედიატრია";
  2. "საოჯახო მედიცინა";
  3. "ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი".

სკოლის ექიმის კომპეტენცია

  • მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან სკოლის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა);
  • შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ;
  • პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულების მართვის ელექტრონულ სისტემაში წვდომის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს არსებული ინფორმაცია მოსწავლის/პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ და გაითვალისწინოს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს;
  • მოსწავლის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართოს დირექციას (სკოლის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული ფორმით) მათი საგაკვეთილო პროცესიდან განთავისუფლების შესახებ, მიმართოს მოსწავლის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს და მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში
  • მოახდინოს სკოლაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა.შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს სკოლის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს;
  • საჭირო პერიოდულობით განახორციელოს სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები:
  • ბავშვთა ასაკში გავრცელებული იმ დაავადებების დროული აღმოჩენისა და გართულების პრევენციისათვის, როგორიცაა: სქოლიოზი, ბრტყელი ან/და ვალგუსური ტერფი, ტანადობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, პირის ღრუს დაავადებები;
  • მოსწავლის ანთროპომეტრული მონაცემების შეფასება ასაკობრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • პედიკულოზის პრევენციის მიზნით;
  • მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე მოსწავლეებს;
  • ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან იქონიოს კომუნიკაცია და გასცეს საჭირო რეკომენდაციები;
  • გაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს;
  • გაუწიოს ზედამხედველობა მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს (ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნა მოსწავლის მშობლისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და მათი შესწავლა. გამოტოვებული ან/და უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის);
  • განახორციელოს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საქმიანობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, მავნე ჩვევების დაძლევა, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მათ შორის მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნაადრევი ქორწინების რისკები და სხვა;
  • განახორციელოს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა. სკოლის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია დალაგების წესის, გამოსაყენებელი ხსნარების, დასუფთავების რეჟიმის, ნარჩენების მართვისა და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ;
  • გაუწიოს ზედამხედველობა სკოლაში სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას;
  • მიიღოს მონაწილეობა მოსწავლის დღის რეჟიმის, საგაკვეთილო და დასვენების რეჟიმის შემუშავებაში;
  • განახორციელოს მოსწავლეზე ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ან სხვა მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, სკოლის დირექციის, სოციალური სამსახურის და სხვა შესაბამისი უწყებების ინფორმირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ამოცნობის/შეფასების, რეფერირებისა და შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფის მიზნით, მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეჭვის, საფუძვლიანი ეჭვისა და დადასტურებულ შემთხვევაში, სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმასთან ერთად შეავსოს ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტაცია "ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის" შესაბამისად;
  • განახორციელოს წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი (სამედიცინო შემთხვევების რაოდენობა და ტიპები, პერიოდული სამედიცინო შემოწმებით გამოვლენილი განვითარების დარღვევები, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.) და მოამზადოს საჭირო წინადადებები და რეკომენდაციები სკოლის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
  • დაიცვას პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  • დაუშვებელია მოსწავლის ჯანმრთელობის პრობლემით მიმართვისას, სკოლის ექიმი შემოიფარგლოს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული სამედიცინო ჩარევით, როცა სახეზეა მოსწავლის სამედიცინო დაწესებულებასთან მიმართვის აუცილებლობა.
გარდა ამისა, დაუშვებელია სკოლის ექიმი სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს დაკავდეს პარალელური პროფესიული საქმიანობით (სკოლის ექიმს არ ეკრძალება პარალელური ინდივიდუალური საექიმო საქმიანობა ან სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობა, თუმცა, აღნიშნული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ სკოლის ექიმისთვის განსაზღვრული სამუშაო საათების მიღმა).
დაუშვებელია სკოლის ექიმის მხრიდან ნებისმიერი სახის გულგრილობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ.
კონკრეტული პირის ავადობისა და მიმართვიანობის ზოგადი სიხშირის, კონკრეტული მიზეზით მიმართვიანობის სტატისტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების მარტივად ადმინისტრირებისთვის გამოიყენება სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი. ჟურნალი უნდა მოიცავდეს ისეთ ზოგად ინფორმაციას, როგორიცაა: პაციენტის სახელი, გვარი, კლასი (ასაკი), მიმართვის თარიღი და მიზეზი.

სკოლის ექთნის კომპეტენცია

ა) გაუწიოს დახმარება სკოლის ექიმს მისი ფუნქციების შესრულებაში;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სკოლის ექიმის მითითებით მოსწავლეს აღმოუჩინოს პირველადი დახმარება. ექიმის არყოფნის შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ, ჩაატაროს საჭირო მანიპულაციები და მომხდარის შესახებ აცნობოს სკოლის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
გ) მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისცეს საჭირო რეკომენდაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს საჭირო პროცედურის ჩატარებაში (დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს - ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს - ინჰალაციის ჩატარებაში, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს და ა.შ);

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სკოლის სამედიცინო პერსონალის განაწილების პრინციპი განისაზღვრება მოსწავლეთა რაოდენობისა და სასწავლო შენობების მიხედვით. სამედიცინო კაბინეტი სრულად უნდა იყოს აღჭურვილი საჭირო ინვენტარით.
უფრო ვრცლად, ექიმის, ექთნის მოვალეობებისა და სამედიცინო კაბინეტის აღჭურვასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ბრძანება უკვე შევიდა ძალაში.


თამარ იაკობაშვილი

54733
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მაყვალა
0
მოთხოვნილი პასუხუსმგებლობა უნდა შეესაბამებოდეს ღირსეულ საზღაურს.
13:45 / 27-04-2022
თეონა
0
ნეტავ ელემენტალური რაიმეთი აღჭურვონ სკოლაში საექთნო ოთახი. ბავშვმა ტუჩი დაიზიანა და არც ბამბა ჰქონდათ,არც წყალბადის ზეჟანგი,არც ბრილიანტის მწვანე.მოკლედ სულ არაფერი მთვლემარე ექთნის გარდა.
22:19 / 26-04-2022
მსგავსი სიახლეები