რა უნდა გააკეთოთ, თუ ბავშვს პირველ კლასში სასურველ სკოლაში ვერ დაარეგისტრირებთ - ინსტრუქცია და ვადები
რა უნდა გააკეთოთ, თუ ბავშვს პირველ კლასში სასურველ სკოლაში ვერ დაარეგისტრირებთ - ინსტრუქცია და ვადები
პირველკლასელთა რეგისტრაცია ხშირად მშობლებისთვის რთული ამოცანაა, რადგანაც ზოგიერთი მათგანი ვერ ახერხებს სასურველ სკოლაში მოხვედრას, ბევრგან ადგილები სწრაფადვე ივსება, ზოგჯერ კი თავად მშობლები უშვებენ ტექნიკურ შეცდომებს. როგორც ცნობილია, პირველკლასელთა რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. 

გთავაზობთ ხშირად დასმულ შეკითხვებსა და პასუხებს, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოგვაწოდეს:

- რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ შვილს ვერც ერთ ეტაპზე ვერ დაარეგისტრირებს?

- იმ შემთხვევაში, თუ მშობელმა მეოთხე ეტაპზეც არ დაარეგისტრირა სასკოლო ასაკის ბავშვი პირველ კლასში მან ოფიციალური წერილით უნდა მომართოს სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით.

- როდისაა ერთი
სკოლიდან მეორეში მობილობა შესაძლებელი და
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვი სასურველ სკოლაში ვერ დაარეგისტრირა?

-მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის მიმღებ სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში. მობილობა არ ხდება:
  • 1 სექტემბრიდან 1ოქტომბრამდე;
  • I კლასის I სემესტრის მიმდინარეობისას;
  • XII კლასის II სემესტრის მიმდინარეობისას;
  • სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში. მობილობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მიმღებ სკოლას, რომელიც უფლებამოსილია მოახდინოს გასაუბრება მობილობის მსურველთა ჩარიცხვამდე და დაადგინოს ცოდნისა და უნარების თავსებადობა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან.

- რის მიხედვით ირჩევს მშობელი სკოლას?

- სკოლას მშობელი საკუთარი სურვილისა და პრიორიტებების მიხედვით ირჩევს.

- თუ მშობელი არჩევანის შეცვლას გადაწყვეტს:

- თუ რეგისტრაციის პერიოდში დაგჭირდებათ არჩევანის შეცვლა, შესაძლებელია არჩევანის გაუქმება და თავიდან დარეგისტრირება. მაგრამ, თუ რეგისტრაციის პერიოდები დასრულებულია, როდესაც ბავშვს მოსწავლის სტატუსი მიენიჭება, მობილობით მოგიწევთ გადაყვანა. პირველ, მეორე და მეოთხე ეტაპზე რეგისტრაციის გაუქმებასა და თავიდან დარეგისტრირებას სკოლა უზრუნველყოფს. საყოველთაო რეგისტრაციის დროს კი მშობელს შეუძლია შეცვლა. შეკითხვების შემთხვევაში შეუძლიათ მოგვმართონ ცხელ ხაზზე: 2 200 220.

საყოველთაო რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირება საკმარისი არ არის. მოსწავლის ჩასარიცხად რეგისტრაციის შემდეგ, 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით, აუცილებელია სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენა.. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი – 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაცია მეოთხე ეტაპზე ელექტრონული არ არის. მას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:


  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აქვე გთავაზობთ სრული ინსტრუქციის ლინკს, რომელიც შვილის დარეგისტრირებაში დაგეხმარებათ.


თამარ იაკობაშვილი








3621
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები