დიაგნოსტიკური შეფასება მოხდება ყველა საგანში, IV-IX კლასის მოსწავლეებისთვის, გარდა მეორე უცხოური ენისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა
დიაგნოსტიკური შეფასება მოხდება ყველა საგანში, IV-IX კლასის მოსწავლეებისთვის, გარდა მეორე უცხოური ენისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა
საჯარო სკოლებში IV-IX კლასის მოსწავლეებისთვის მასწავლებლებმა დიაგნოსტიკური შეფასება უნდა გამოიყენონ. განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დიაგნოსტიკური შეფასება აღნიშნულ კლასებში ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო კერძო სკოლები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, გამოიყენებენ თუ არა ამ ფორმას.
მათივე ინფორმაციით, დიაგნოსტიკური შეფასება განხორციელდება ყველა საგანში, გარდა მეორე უცხოური ენისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა.

როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, დიაგნოსტიკურ შეფასებას თავად მასწავლებელი, სემესტრის ბოლომდე თითოეული მოსწავლის შემთხვევაში, ინდივიდუალურად დაწერს და ელექტრონულ ჟურნალში, სპეციალურ გრაფაში განათავსებს. ინიციატივა პანდემიის გამო განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად
ხორციელდება და მასწავლებელს ეს შეფასება
აძლევს შესაძლებლობას, მომდევნო სემესტრებში განსაზღვროს, კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშაოს მოსწავლეებთან.
mshoblebi
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ტესტი ან გამოცდა და მიღებული შეფასება სემესტრულ ნიშანზე გავლენას არ მოახდენს.
"დიაგნოსტიკური შეფასება არ ახდენს ზეგავლენას განმსაზღვრელ (ნიშნიან) შეფასებაზე და აქვს მხოლოდ განმავითარებელი შეფასების ფუნქცია. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს გამოცდას, ან ტესტირებას, რომლის ფარგლებში მოსწავლე ნიშნით ფასდება", - აღნიშნულია განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კითხვაზე, რა დავალების შესრულება მოუწევთ მოსწავლეებს, რათა შეფასება მიიღონ, სამინისტროში განგვიცხადეს, რომ  მასწავლებლები გამოიყენებენ კომპლექსური ბუნების ერთ დავალებას, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ეს ძირითადად, წერილობითი ფორმის იქნება. ამასთან დაკავშირებით, დეტალური ინსტრუქცია მასწავლებლებსა და სკოლებს მიდინარე კვირის განმავლობაში დაეგზავნებათ.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებმა დიაგნოსტიკური შეფასების გაკეთება სემესტრის ბოლომდე უნდა შეძლონ.

თამარ იაკობაშვილი

altIV-IX კლასების მოსწავლეებისთვის სადიაგნოსტიკო ტესტირებები ჩატარდება - რომელ საგნებში მოუწევთ შეფასების მიღება და რამდენად სავალდებულოა ის


6209
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები