- ისე ვინერვიულეთ, მგონი ჰარვარდის უნივერსიტეტში მოვაწყვეთ. იქ მაინც ვერ მოვხვდით, სადაც გვინდოდა.
- უპრობლემოდ დავარეგისტრირეთ, სადაც გვინდოდა.
- ზუსტად 10 წამში აღარ იყო ადგილები დარჩენილი. ბათუმის ყველა სკოლაში ასე იყო, გარდა სამი სკოლისა, რომელიც სოფელშია სადღაც. ვებსაიტს არ ჰქონია პრობლემა, უბრალოდ სკოლებში არ იყო ვაკანტური ადგილები.
- პირველსავე წამში შევედით, მაგრამ ყველა სკოლაში, სადაც გვინდოდა, ადგილი აღარ იყო. ბოლოს დავრეგისტრირდით სკოლაში, რომელიც ტერიტორიულად ცოტა შორს არის.
- დააბრუნონ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია!
- ხუთნი ვარეგისტრირებდით მუხიანის სკოლაში ბავშვს და ვერც ერთმა დავარეგისტრირეთ.
- წარმატებები ყველა ბავშვს. დარეგისტრირებას რაც შეეხება, დავარეგისტრირე, სადაც გვინდოდა.
- 1 წუთში ჩავრიცხე დღესაც ბავშვი. ტელეფონით გავაკეთე რეგისტრაცია, დავასკვენი, რომ ტელეფონით ჯობს.
- სკოლები ვალდებულნი უნდა იყვნენ, ჯერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაარეგისტრირონ ბავშვები, ეს ქაოსი რომ არ იყოს და სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და სკოლები ააშენოს იმ ადგილებში, სადაც არ აქვთ, რომ უგზოუკვლოდ არ ატარონ ეს ბავშვები მშობლებიანად.
- დიღომში საერთოდ ერთი ადგილიც კი არ იყო. დიღმიდან ვივლი ისანში.
- ჩვენ დაახლოებით, 2 წუთში, ჩაირთო თუ არა საიტი, ეგრევე დავარეგისტრირეთ. არანაირი პრობლემა არ გვქონია.
- ალბათ, 20 წამი დამჭირდა დარეგისტრირებისთვის.
- ეს სისულელე ნეტა ვის მოუვიდა თავში? ჩემს შვილს ორი ტრანსპორტი სჭირდება, სკოლაში რომ მივიდეს. მარშუტკები არც კი უჩერებენ, რამდენჯერ წვიმაში იარა ბავშვმა ფეხით.
- მოვასწარი წამებში შეივსო ადგილები. წარმატებები ყველას.
- გააჩნია, რომელ სკოლაში. სადაც კარგია, იქ წამში 0 ადგილი იყო.
აღსანინშნავია, რომ საყოველთაო რეგისტრაცია 15 ივნისს დასრულდება, რომლის შემდეგაც 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.
შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში" შესული ცვლილების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის ბავშვებიც, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ.
ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge მიმდინარეობს.
თამარ იაკობაშვილი