ბავშვები რომ თვრებიან სკოლებში და მანდატურების გვერდით აბოლებენ სიგარეტს, მაგაზე რას იტყვით? ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს ბრძანებულება, რომელიც მასწავლებლებისთვის გარკვეულ აკრძალვებს გულისხმობს. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელს შესაძლოა, დისციპლინური სახდელი დაეკისროს. "მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეში" გასული წლის ბოლოს, 31 დეკემბერს გამოქვეყნდა. (იხილეთ დაწვრილებით). ამ ფაქტს მასწავლებელთა მხრიდან საკმაოდ არაორაზროვანი და კრიტიკული დამოკიდებულება მოჰყვა. აღნიშნული ინფორმაციის ჩვენს საიტზე გამოქვეყნების შემდეგ, მას უამრავი მასწავლებელი გამოეხმაურა. სწორედ პედაგოგთა გარკვეული ნაწილის კრიტიკულ კომენტარებს გთავაზობთ იმ იმედით, რომ მას შესაბამისი უწყებებიც გაეცნობიან და გაითვალისწინებენ მასწავლებლების საწუხარს.
დიანა
ბავშვები რომ თვრებიან სკოლებში და მანდატურების გვერდით აბოლებენ სიგარეტს, მაგაზე რას იტყვით? როდიდან დაიწყებთ მოსწავლეებში მოვალეობის გრძნობის გაღვიძებაზე მუშაობას? უფლებების დაცვით გამოჭედეთ ყურები და სადაა დაცული მასწავლებელთა უფლებები? რატომ არ აკისრებთ მოსწავლეებს მოვალეობებს?
მასწავლებლებს კი არა, ისეთი თაობა მოდის, იმათ დაუწესეთ აკრძალვები, ის ჯობია!
masცavlebeli
ბევრი გიმუშავიათ.პრემიის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. რაც გასაკეთებელია, ის გააკეთეთ და იმ კანონზე იმუშავეთ. 30 ბავშვი რომ ზის კლასში და თქვენი იდიოტური წიგნებით შედეგს რომ ითხოვთ. მთვრალი მასწავლებელი სად გინახავთ? ან რომც შევიდეს მთვრალი უცებ გამოფხიზლდება, 40 ბავშვი რომ დახვდება კლასში.
ევა მასწავლებელი
მოიგონეთ მასწავლებლის ახალ-ახალი დამამცირებელი კანონები. მეტი მაინც არაფერი გემეტებათ მათთვის. მხოლოდ მაგაში იღებთ ხელფასს, მეტი რა შეგიძლიათ. უფასოდ ამუშავებთ და დასაჯეთ ყოველდღე, რომ როგორმე გამწარებული სიცოცხლე უფრო მეტად გაუმწაროთ. სირცხვილი თქვენ! საოცარია, უფრო აღმაშფოთებელი... უმეცრებო, გგონიათ, რაიმე ახალი აღმოაჩინეთ? მასწავლებლებმა ეგ ყველაფერი კარგად იციან, შეხსენება არ სჭირდებათ... აი, თქვენ კი, რომ გგონიათ რაღაცას მიაგენით და გინდათ, ჩვენც "გაგვანათლოთ", ვფიქრობ, არ გამოგადგებათ, რადგან დაბოლილი ტვინის ნაჟურს მაგონებს თქვენი აკრძალვები. გირჩევთ იმაზე დაფიქრდეთ, რომ მალე სკოლის მასწავლებელი სანთლით საძებარი გეყოლებათ სულხან-საბას მოურავივით (არის ასეთი მეიგავე და იგავის სათაურია "სანთლით საძებარი მოურავი"). კარგი იგავია, გირჩევთ, წაიკითხოთ....
mari
ამათ მასწავლებლის უფლებების და პატივისცემის გარდა,ყველაფერი ახსოვთ! ვის რა უნდა ასწავლონ, ან დისციპლინაზე ელაპარაკონ, თვითონ ცემა-ტყეპა აქვთ პარლამენტში საქვეყნოდ!უზნეოები ესენი!
vaxo
ვინ გასწავლის ჭკუას, ყოველდღე რომ ჩხუბს და გინებას გვაყურებინებენ და გვასმენინებენ პირდაპირ ეთერში? ნამდვილად გეკუთვნით ამისთვის დიდი პრემიები (თუ ახლა სახელფასო დანამატს ეძახით?).
qetusia
მე ვიცი და ვხედავ, როგორი დიდი შრომა დევს მასწავლებლის თითოეულ დღეში... მე ვხედავ დედაჩემი, რომელიც პედაგოგია, როგორი რუდუნებით ამზადებს ყოველ მომდევნო გაკვეთილს, რომელიც ბავშვებამდე უნდა მიიტანოს, მაგრამ სამწუხაროდ ერთეულებს თუ აქვთ იმ სილამაზის და იმ დონის აღქმის უნარი... მშობლებო, გიყვარდეთ და დააფასეთ თქვენი შვილების მასწავლებლები, მათ უნდა აღზარდონ თქვენი შვილები...
nini
სირცხვილია, მასწავლებელი რომელიც ყველა ბავშვის მშობლად მოიაზრებოდა,რომელსაც დედასთან აიგივებდნენ ძველად, რომელსაც უამრავმა მგოსანმა არაერთი ლექსი თუ პოემა მიუძღვნა, დღეს როგორ არის დაუფასებელი. მე თუ მკითხავთ, ერის გაძლიერება სწორედ მასწავლებლების ეკონომიკური გაძლიერებით და სტიმულით უნდა დაიწყოთ, რათა უფრო დიდი შემართებით აღგვიზარდონ შვილები. მასწავლებელი ხომ ცოდნის დედაა, ხომ მასწავლებლის ხელშია მომავალი თაობა... ვცეთ პატივი მასწავლებლებს, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად. ვაგრძნობინოთ თავი ღირსეულ პიროვნებებად.
nikala
ვაშაააააა!!!თურმე "მასწავლებელთა დისციპლინარულ გადაცდომებზე ამიერიდან განათლების სამინისტრო იზრუნებს." რა ბედნიერებაა, როგორი მზრუნველი სამინისტრო გვყოლია!ცრემლები გვადგას ყველას თვალებზე.
ნანა
ღმერთო, ისეთ ქვეყანაში მაცხოვრე, სადაც სიყვარულით, პატივისცემით ახსენებენ მასწავლებელს, სადაც დააფასებენ მის შრომას და ერთეულების არსებობით ნუ ატკენენ გულს მათ, ვინც მასწავლებელია...
ასევე იხილეთ: "პედაგოგის ხელფასი გამგებლის ხელფასის ტოლი უნდა იყოს... მალე კატასტროფას მივიღებთ!"