ახალი სასწავლო წლის არდადეგების კალენდარი - რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში
ახალი სასწავლო წლის არდადეგების კალენდარი - რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში
2022-2023 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში ოფიციალურად 15 სექტემბრიდან იწყება და 15 ივნისს დასრულდება. იქამდე კი სხვადასხვა უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:
  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა
  • 7 იანვარი - შობა
  • 19 იანვარი - ნათლისღება
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი
    - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ზამთრის არდდეგები
30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 16 აპრილსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

რაც შეეხება სასწავლო წლის დასასრულს, ოფიციალურად 15 ივნისია განსაზღვრული. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2023 წელს 20 და 27 მაისი შაბათი დღეა, შესაბამისად, მე-12 კლასი სწავლას 19 მაისს, ხოლო პირველი კლასი, 25 მაისს დაასრულებს, რადგანაც 26 მაისი ოფიციალურად უქმე დღეა. 

თამარ იაკობაშვილი

59123
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ივლიტა
4
წელსაც იქნება ონლაინ სწავლება, ჰიბრიდული?
11:49 / 15-08-2022
ნანა
7
მესამეჯერ ვუბრუნდები სკოლას, იმედია ესეც ისეთივე წარმატებული იქნება როგორც წინა ორი. გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!
16:52 / 12-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები