2022-2023 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში ოფიციალურად 15 სექტემბერს დაიწყო. პირველი სემესტრი კი 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. იქამდე რამდენიმე უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:
- 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
- 23 ნოემბერი - გიორგობა
სკოლებში ზამთრის არდადეგები ოფიციალურად 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე სემესტრი კი 15 იანვრიდან იწყება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წელს ეს თარიღი კვირა დღეს ემთხვევა, სწავლა 16 იანვრიდან განახლდება.