სინამდვილეში ახალგაზრდას არ სჭირდება დიდხანს ძილი მოზარდები ხშირად უჩივიან გამოუძინებლობას, მაგრამ ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ახალგაზრდას არ სჭირდება დიდხანს ძილი. პირიქით, ხანგრძლივი ძილი სწავლაში ჩამორჩენას იწვევს. ძილის ხანგრძლივობის ახალი ნორმა 7 საათია. სპეციალისტები ამბობენ, რომ სკოლაში აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად აუცილებელია ძილის განსაზღვრული რეჟიმის დადგენა.
10 წესი ბავშვის ჯანმრთელი ძილისთვის
კვლევის ხელმძღვანელის ერიკ ეიდის თქმით, ასაკთან ერთად ძილისთვის დახარჯული დრო უნდა შემცირდეს. ათი წლის ბავშვს 9 საათი უნდა ეძინოს, 12 წლისას - რვა საათი: "ჩვენ გამოვიკვლიეთ საშუალო სკოლის 1724 მოსწავლე, შევისწავლეთ მათი ძილის ხანგრძლივობა და აკადემიური მოსწრება. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებსაც 9 საათი ეძინათ, მათზე უარესად სწავლობდნენ, ვისაც ნაკლები ძილი ჰყოფნიდა".
გაგრძელება