მოზარდმა ადრევე უნდა გაიგოს, თუ რა განსხვავებაა პორნოფილმებსა და რეალურ სქესობრივ ურთიერთობებს შორის დანიის სკოლებში საგანმანათლებლო მიზნით უფროსკლასელებს პორნომასალის ჩვენება შესთავაზეს. იდეა ოლბორგის უნივერსიტეტის სექსოლოგიის პედაგოგს, პროფესორ კრისტიან გრაუგაარდს ეკუთვნის. მისი თქმით, მოზარდმა ადრევე უნდა გაიგოს, თუ რა განსხვავებაა პორნოფილმებსა და რეალურ სქესობრივ ურთიერთობებს შორის.
"სქესობრივი განათლება ბავშვისთვის მოსაწყენი არ უნდა იყოს. ისინი აუცილოებლად კრიტიკულად უნდა განვაწყოთ ამ ფილმებისადმი" - აცხადებს გრაუგაარდი. სტატისტიკის თანხმად, სკანდინავიის ქვეყნებში 18 წლამდე ასაკის ბიჭების 99%-ს და გოგონების 86%-ს ნანახი აქვს პორნოფილმები.
1967 წლიდან დანიაში პორნოგრაფია აკრძალეს თუმცა ორ წელიწადში დანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მისი ლეგალიზება მოახდინა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ქალების მესამედი და მამაკაცთა სამი მეოთხედი პორნოფილმებს უყურებს. პორნოფილმების ჩვენებას დიდ ბრიტანეთსა და შვედეთშიც გეგმავენ.