მშობლები ყველანაირად ცდილობენ შვილების დახმარებას ინდოეთში მასობრივი მობილიზაციაა – დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შიდა სასკოლო ტესტირებები აქვთ, რომელიც შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში მათი ჩაბარება-არჩაბარების პერსპექტივას განსაზღვრავს. მშობლები ყველანაირად ცდილობენ შვილების დახმარებას და კედლებზე აცოცვასაც კი არ ერიდებიან, რომ რამენაირად დაეხმარონ, უკარნახონ, მოკარნახე ტექსტები შეაპარონ და ა.შ.
ეს ფოტოები ბიჰარის პროვინციაშია გადაღებული, ძირითადად, სოფლის სკოლებთან. ამ ადამიანებისთვის, რომელთა უმრავლესობას საკმაოდ რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს, შვილების განათლება და პერსპექტივა, რომელიც მათ ელოდებათ უმაღლესი განათლების მიღების შემთხვევაში, ძალიან ბევრს ნიშნავს – ეს არის შანსი, თავი დააღწიონ მძიმე პირობებს. ამიტომაც გამოცდებს დიდი ყურადღება ექცევა და საშინელი კონკურენციაა – კოლეჯებსა და სამუშაო ადგილებზე ძალიან ცოტა ადგილია.
მიუხედავად იმისა, რომ წინა თვეში რამდენიმე მე-12 კლასელი დაითხოვეს გამოცდებიდან, მშობლები კი დააჯარიმეს, ტესტირების დროს თაღლითობის გამოვლენის გამო, ბევრი მშობელი მაინც არ იხევს უკან.