საყიდლებზე ყველაზე მეტ შეცდომას პირველკლასელთა მშობლები უშვებენ ბავშვის სასკოლოდ გამზადება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზუსტად უნდა იცოდეთ, რა სჭირდება პირველკლასელს. არც უნდა გამოგრჩეთ რაიმე და არც მთელი ოჯახის ბიუჯეტი უნდა დატოვოთ სავაჭრო დახლებზე.
საყიდლებზე ყველაზე მეტ შეცდომას პირველკლასელთა მშობლები უშვებენ. შეცდომების გასასწორებლად ორმაგი თანხა რომ არ დახარჯოთ, ჯობია მომავალ კლასის ხელმძღვანელს მიმართოთ და გაარკვიოთ, რა და რა ნივთები დასჭირდება თქვენს შვილს. შეგიძლიათ გამოცდილ მშობელსაც ჰკითხოთ.
სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოთხოვნებია. თუმცა ზოგიერთი პუნქტი თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულებაში უცვლელია.
საკანცელარიო ნივთები და სამოსი - ამ ორი ჯგუფის ნივთები სწავლის დაწყებამდე უნდა შეიძინოთ.
პირველკლასელის ტანსაცმელი
კერძო სკოლებში ბავშვებს ფორმებს სთხოვენ, საჯაროებში კი, ძირითადად, ჩაცმის თავისუფალი სტილი აქვთ, თუმცა გარკვეულ დრესკოდს მოითხოვენ. ეს კლასიკური სტილია: თეთრი პერანგი და შარვალი ბიჭისთვის, ასევე თეთრი ბლუზა და ქვედაკაბა გოგონასთვის. ეცადეთ ნატურალური ქსოვილის სამოსი შეიძინოთ, რადგან მალე არ ზიანდება და ადვილი მოსავლელიცაა. მისი გამოცვლა ხომ ყოველდღე დასჭირდება.
თუ გახანგრძლივებულში რჩება, გამოსაცვლელი ტანსაცმელი დასჭირდება.
სასკოლო ნივთები
ზურგჩანთა
შეარჩიეთ მოდელი, რომელსაც მყარი ფსკერი, საზურგე და სხვა ორთოპედიული დეტალები აქვს, რომელიც ტანადობას არ არღვევს. დაწვრილებით იხილეთ:
როგორ შევურჩიოთ ბავშვს სასკოლო ზურგჩანთა
როგორ უნდა ატაროს მოსწავლემ ზურგჩანთა, რომ ხერხემლის პრობლემები არ შეექმნას
რვეულები
შეიძინეთ 12-ფურცლიანი რვეულები. გირჩევთ, მეტისმეტად ფერად და მულტპერსონაჟებით აჭრებულ ყდებს ნუ მიეძალებით. სულ პატარა მიზეზიც საკმარისია, რომ პირველკლასელს ყურადღება გაეფანტოს. სადა ყდები ჯობია.
დღიური
ეს ნივთი პირველკლასელების შემთხვევაში აქტიურ მოხმარებაში არ არის. ამიტომ თუ მასწავლებელი არ მოითხოვს, მის წინასწარ შეძენას ნუ იჩქარებთ.
კალამი
პირველ რიგში, ხელში მოხერხებულად უნდა ეკავოს. სასურველია გლუვი ზედაპირი, რათა თითებში არ ისრიალოს. კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რისთვისაც შეგიძლიათ იხილოთ:
სწორად შეურჩიეთ პირველკლასელს საწერი კალამი - შერჩევის 8 კრიტერიუმი
კალამი, რომელმაც ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა
სახატავი მოწყობილობა
ხელოვნება პირველივე კლასიდან ისწავლება და ინსტრუმენტების მთელ არსენალს მოითხოვს. არ გირჩევთ ამ მოწყობილობების წინასწარ ყიდვას. ჯობია მასწავლებლის მითითებებს დაელოდოთ. ზოგი ფანქრებს ირჩევს, ზოგი - ფლომასტერებს. ზოგი საღებავს ითხოვს, ზოგი - არა. სახატავი მასალები იაფი არ ღირს. ყველაფრის იაფად და უხარისხოს ყიდვას, ჯობია ის იყიდოთ, რადც აუცილებელია და ისიც ხარისხიანი.
პენალი
ყველაზე პრეტენზიული ნივთია. ყველაფერი უნდა ეტეოდეს, ბავშვი ადვილად პოულობდეს და ძალიან დიდიც არ უნდა იყოს და არც მძიმე, რომ ისედაც მძიმე ჩანთა კიდევ არ დაამძიმოს. გირჩევთ ე.წ. ფხრიწიან შესაკრავს - ელვაშესაკრავები ძალიან მალე ფუჭდება.
სასწავლო ნივთები, ტანსაცმელი და ჩანთა უსაფრთხო და მოხერხებული იყოს, თან ბავშვსაც უნდა მოსწონდეს. ამიტომ თან გაიყოლეთ საყიდლებზე და მასაც აარჩევინეთ ნივთები.