მოთხოვნას ხშირად განათლების ხარისხზე მეტად, დაწესებულების პოპულარობა, პრესტიჟულობა და ადგილმდებარეობა განაპირობებს პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაწყებულია და კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გასტანს. თუმცა ბევრია სკოლა, სადაც თავისუფალი ადგილები რამდენიმე წუთში შეივსო. ასეთ სკოლებში არა მხოლოდ პირველკლასელთა მიღება ჭირს, არამედ სხვა სკოლებიდან უფროსკლასელთა გადაყვანაც შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სკოლაში გადასვლის მსურველის დედმამიშვილი უკვე აღნიშნული სკოლის მოსწავლეა, დირექტორები მისთვის თავისუფალი ადგილის გამონახვას ვერ ახერხებენ.
სკოლებზე მოთხოვნას ხშირად განათლების ხარისხზე მეტად, დაწესებულების პოპულარობა, პრესტიჟულობა და ადგილმდებარეობა განაპირობებს. როგორც მშობლების ნაწილი ამბობს, ამა თუ იმ პრესტიჟულ სკოლაში შესაძლოა, სულაც არ იყოს იდეალური საგანმანათლებლო პირობები, თუმცა ურჩევნიათ შვილი პერიფერიის ნაცვლად ცენტრალურ უბანში, პოპულარულ სკოლაში მიიყვანონ, სადაც მათ შვილებს მაღალი სოციალური ფენის ოჯახებთან ექნებათ ურთიერთობა.
AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მშობლებს ყველაზე მეტად შვილის შეყვანა შემდეგ სკოლებში სურთ: