ბავშვის "გადამკიდე" ალბათ დღეში უამრავ კითხვაზე გიწევთ პასუხის გაცემა როგორი უნდა იყოს ოჯახური ბიბლიოთეკა? რა თქმა უნდა, თემატურად მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო. ოჯახის ყველა წევრს მისი დახმარებით რაც შეიძლება მეტ კითხვაზე პასუხის პოვნა უნდა შეეძლოს. ოჯახური ბიბლიოთეკა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს როგორც უფროსი, ასევე ახალგაზრდა და პატარა მკითხველის გემოვნებას - სხვადასხვა ასაკში ხომ ყველას სხვადასხვა "ლიტერატურული ინტერესები" გვაქვს.
ეს ფაქტორები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული იმ 10 სამაგიდო წიგნის სერიაში, რომელსაც პალიტრა L გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გამოსცემს.
ფსიქოლოგებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ბავშვიან ოჯახებში სასურველია, წიგნები ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე ეწყოს. როცა ბავშვი ათას ცნობისმოყვარე კითხვას გისვამთ, ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ, თუ მის პასუხს მისსავე თვალწინ რომელიმე წიგნში ამოიკითხავთ. ან უპასუხებთ და აჩვენებთ, რომ ამ წიგნში კიდევ ბევრი საინტერესო რამ წერია. ბავშვის "გადამკიდე" ალბათ ყველაზე მეტ კითხვას ცხოველების ან ფრინველების შესახებ პასუხობთ. ამ უფრო ამომწურავად მოახერხებთ "ცხოველთა ენციკლოპედიის" დახმარებით, რომელიც 10 სამაგიდო წიგნის სერიაში შედის. ეს ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და სრულყოფილი გამოცემაა ცოცხალი სამყაროს შესახებ, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნება როგორც პატარა, ასევე მოზრდილი მკითხველისთვის.
წიგნი დაყოფილია 7 თავად. მოცემულია ცხოველთა კლასიფიკაცია, მათი ბინადრობის არეალი და ქცევის თავისებურებები, ასევე ის საფრთხეები, რაც მათ არსებობას ემუქრება.
წარმოდგენილია ცხოველთა უმთავრესი ჯგუფები: ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები, ამფიბიები, უხერხემლოები.
ყოველი თავი იწყება შესავლით, რასაც მოსდევს ამ ჩამოთვლილი ჯგუფების აღწერა; აგრეთვე ამა თუ იმ ცხოველის თავისებურებების მოკლე მიმოხილვა. წიგნის ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ განმარტებითი ლექსიკონი და ცხოველთა ზომები.
წიგნს დანართის სახით ახლავს დედამიწის კონტინენტების რუკები, იქვე მითითებულია მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ზონები.
წიგს ახლავს უამრავი ფერადი ილუსტრაცია. რამდენიმე გვერდს შეგიძლიათ აქვე გადახედოთ.
ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო გამოცემა გელით. განსაკუთრებით გამოადგებათ ის ცნობისმოყვარე ადამიანებს, მითუმეტეს - ბავშვებს. წიგნიერმა ადამიანმა ცოცხალი სამყაროს შესახებაც ბევრი რამ უნდა იცოდეს. ამით თვალსაწიერს გაიფართოვებთ და სულ სხვა თვალით შეხედავთ სამყაროს.
წიგნი 24 აგვისტოს გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად გამოვა