გავრცელდა ინფორმაცია სწავლის თარიღის გადადების შესახებ ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია სწავლის თარიღის გადადების შესახებ. ბევრი მშობელი გვწერს და გვეკითხება, ნამდვილად იწყება თუ არა სწავლა 14 სექტემბერს, რადგან შეიტყვეს, თითქოს სწავლა 21 სექტემბრამდე გადაიდო.
ვაცნობებთ მშობლებს, რომ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორმა დაგვიდასტურა სწავლის დაწყების თარიღად, საჯარო სკოლებისთვის 14 სექტემბერი, არაფერი არ შეცვლილა და მოემზადეთ სასწავლო წლისთვის.
ასევე 14 სექტემბერს იწყება სწავლა ბაგა-ბაღებში, კერძო სკოლები კი თავად იღებენ გადაწყვეტილებას სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.