მასწავლებლების მოსაზრებები, რჩევები ხშირად დაიბეჭდება გაზეთ ”კვირის პალიტრაში”, ”გზაში”... პალიტრა L იწყებს ახალ, ძალიან საინტერესო და მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწალეთათვის, რომელშიც გამოიცემა 8+ ასაკის ბავშვებისათვის მხატვრული ლიტერატურა. ლიტერატურის შერჩევის პროცესი სწორად და ეფექტურად რომ წარიმართოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროოექტში ჩაერთონ სკოლის მასწავლებლები, რომლებიც გვირჩევენ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისთვის როგორც ქართულენოვან, ასევე უცხოურ ლიტერატურას.
თქვენი რჩევები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელთაც დიდი წვლილი შეგაქვთ მოსწავლებიის აღზრდაში, მათ განათლებასა და განვითარებაში. ამიტომ, ერთად მუშაობა და თქვენი თანადგომა ასეთ საპასუხისმგებლო საკითზე, როგორიც არის მოსწავლეთათვის ადრეული ასაკიდანვე კითხვის შეყვარება და მათთვის კარგი ლიტერატურის შერჩევა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ მონაწილეობა ბავშვებისათვის მხატვრული ლიტერატურის სიყვარულის გაღვივებაში, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, შეხედულებები, გვეკამათოთ, მოგვცეთ რჩევები. ერთად მოვიძიოთ და შევქმნათ ლიტერატურა, რომელიც კითხვას შეაყვარებს მოსწავლეებს.
პროექტში ჩართვა ასევე შეეძლებათ მშობლებს, რომლებსაც სურთ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ლიტერატურის შერჩევაში და გვირჩიონ მათი შვილებისთვის სასურველი წიგნები.
დარწმუნებულები ვართ, ეს პროექტი აამაღლებს წიგნიერების დონეს და, საზოგადოდ, წიგნის კითხვის სიყვარულს სკოლის მოსწავლეებში, რაც ”გამომცემლობა პალიტრა L”-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პროექტში ჩართული მასწავლებლების მოსაზრებები, რჩევები ხშირად დაიბეჭდება გაზეთ ”კვირის პალიტრაში”, ”გზაში”, ასევე განთავსდება სხვადასხვა პოპულარულ ვებგვერდებზე, როგორიცაა: ambebi.ge, mshoblebi.ge, palitratv.ge, reitingi.ge და ა.შ.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა და მშობლებმა მოგვმართეთ შემდეგ მეილზე: t.peikrishvili@palitra.ge