მასწავლებლებისთვის განკუთვნილ საგნის გამოცდაზე წელს რეგისტრირებულ აპლიკანტთა 33 % არ გამოცხადდა მასწავლებლებისთვის განკუთვნილ საგნის გამოცდაზე წელს რეგისტრირებულ აპლიკანტთა 33 % არ გამოცხადდა. ამის მიზეზი საშვებულებო პერიოდი იყო თუ ჩაჭრის შიში, ცალსახა პასუხი არ არსებობს. ერთი რამ ცხადია, რომ უკვე წლებია, მცირე გამონაკლისების გარდა, საჯარო სკოლების მოსწავლეები ვერ იღებენ იმ ცოდნას, რომელიც რეპეტიტორის დახმარების გარეშე, საკმარისი იქნება ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.
საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკუნეში ბავშვის ინტერესის შესანარჩუნებლად სკოლა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. დადგა დრო, რომ დაფა და ცარცი საპრეზენტაციო ფორმატმა, ხოლო მშრალი გაკვეთილი საინტერესო მასალებით დატვირთულმა, თანამედროვე საგაკვეთილო პროცესმაჩაანაცვლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს არა სპეციალურ სივრცეში, არამედ სხვა თანატოლებთან ერთად, სადაც სკოლა მისი განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციის პირობებს შექმნის. აღნიშნული საკითხების ეფექტიანად მოგვარება პროფესიონალი მასწავლებლის გარეშე შეუძლებელია.
ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, თუ რა სასწავლო პროგრამებს და ტრენინგებს ახორციელებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მასწავლებელს დაეხმაროს არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევაში და შექმნას თანამედროვე, დემოკრატიულ ღორებულებებზე დაფუძნებული განათლების მიღების შესაძლებლობა. აღმოჩნდა, რომამ მიმართულებით 2008 წლიდან მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც თავის საქმიანობას ორი მიმართულებით ახორციელებს:მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება და პროფესიაში კვალიფიციური კადრების მოზიდვა-ხელშეწყობა.
გარდა იმისა, რომ ცენტრი რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს ეთნიკური უმცირესობებისა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, მისი ძირითადი ამოცანა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებაა.
პროფესიული განვითარების პროგრამები საქართველოში
ასეთი გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების არჩევანი საკმაოდ ფართოა. ყველა საგნის მასწავლებელს, მათ შორის დაწყებითი განათლების პედაგოგებს, შესაძლებლობა აქვთ ცოდნა გაიღრმავონ საგნის სწავლების სტრატეგიებსა და თანამედროვე მეთოდებში, გაკვეთილის მომზადების პრინციპებსა და მასალის შერჩევის მეთოდებში;გაეცნონ გაკვეთილის ფაზების თავისებურებებს, შეცდომის გასწორების ტექნიკას, შეფასების მეთოდებსა და კრიტერიუმებს, ასევე შეფასების ფორმების ადაპტირებას სწავლების კონკრეტული საფეხურისა და ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. სხვა მეთოდურ საკითხებთან ერთად, მასწავლებლები გადიან შესწავლილი მასალის გამყარების, დამახსოვრებისა და პრაქტიკაში გამოყენების ახლებურ მიდგომებს; ინტერაქციის, სიტუაციების სიმულაციის სავარჯიშოებს, კომუნიკაციის ვერბალურ სახეებს; როლურ თამაშებს, დისკუსიაში არგუმენტების გამოყენებას, საგანმანათლებლო პროექტების შექმნისა და განხორციელების მეთოდებსა და ეტაპებს, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს.
თუ ზემოაღნიშნული თემატიკის პრაქტიკაში დანერგვას წარმატებით შეძლებს მასწავლებელი, ცხადია, ეს პირდაპირ აისახება მოსწავლის შედეგზეც. მოსწავლისთვის მარტივი უნდა გახდეს გაკვეთილის გააზრება, შეძლოს მისი ანალიზი, გამოუმუშავდეს ადეკვატური თვითშეფასება, გაუჩნდეს მეტი ინტერესი და მოტივაცია, ესაა ტრენინგების ძირითადი მიზანიც.
ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს, თუმცა თითეულ მოსწავლეზე ახდენს გავლენას, თუ როგორ აფასებს მასწავლებელი მის მიერ შესრულებულ სამუშაოს და რამდენად კარგად ფლობს შეცდომების გასწორების ტექნიკას.ამ მიმართულებით შეიძლება საუკეთესო მაგალითად ჩაითვალოს არა მასწავლებლის, არამედ მშობლის მიერ შემუშავებული ძალიან საინტერესო მეთოდი, რომელსაც ტატიანა ივანკომ"მწვანე კალმის" მეთოდი უწოდა. მშობელმა მიზნად დაისახა შვილის ყურადღება გაემახვილებინა არა შეცდომებზე, არამედ წარმატებულ მაგალითებზე, რათა შვილის ქვეცნობიერს ემუშავა იდეალთან მიახლოებაზე და არა შეცდომების თავიდან არიდებაზე. იმავე საკითხზე ზრუნვა სკოლაში მასწავლებელს უწევს, ამიტომაც მნიშვნელოვანიავიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენი შვილი პროფესიონალის ხელშია.
მშობლებს ხშირად გაგვიგია მასწავლებლისგან, რომ ისინი მოსწავლეების კონფლიქტში ვერ ჩაერევიან, მოძალადის იგნორირება ან დაუსჯელობა კი ბულინგის პრობლემას კიდევ უფრო ამსწვავებს. რა ფორმით უნდა ჩაერთოს მასწავლებელი კონფლიქტის მოგვარებაში, როგორ გამოუმუშავოს მოსწავლეებს ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები, ამისთვის ცენტრი პედაგოგებს კიდევ ერთ ტრენინგს სთავაზობს. ტრენინგის თემატიკა მრავალფეროვანია: მეგობრული ურთიერთობების დინამიკა და მისი განმაპირობებელი ფაქტორები, მეტსახელების ფუნქცია; კონფორმიზმი და სტიგმა, როგორც ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს საკლასო გარემოზე; ეფექტური კომუნიკაციის სახეები; კონფლიქტის გამომწვევის მიზეზები და მისი გადაჭრის გზები და ა.შ.
ზემოთჩამოთვლილ კურსებს ემატება ინკლუზიური განათლების ტრენინგები როგორც მასწავლებლების, ისე სკოლის ადმინისტრაციისთვის, ასევე სკოლის ფსიქოლოგებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის.აღნიშნულ პროგრამებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ისინი განკუთვნილია საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის.
სასწავლო პროგრამები ევროპაში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სასწავლო პროგრამებს და კონფერენციებს ევროპაშიც სთავაზობს მასწავლებლებს და განათლების სფეროს სპეციალისტებს. ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე მსჰობლები.გე ცენტრის დირექტორს, გიორგი მაჩაბელს ესაუბრა.
- ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროგრამა, რომლის ფარგლებში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. მათგან გამორჩეულია პროგრამა "ითვინინგ პლუსი", რომლის ფარგლებში ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობისთვის შექმნილია საგანმანათლებლო ქსელი, რომელსაც ონლაინ პლატფორმაც გააჩნია. პროექტის მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები და ამ გზით ხელი შეუწყოს საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას. ამ მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე ევროპაში იმართება სხვადასხვა თემატიკისსემინარები, ვორქშოფები და კონფერენციები, რომელშიც პროგრამის მონაწილე მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ. ასევე გამორჩეული პროგრამაა "პესტალოცი". ესაა განათლების სპეციალისტთა ტრენინგების პროგრამა, რომელსაც ევროსაბჭო ახორციელებს. საქართველოში პროგრამას კოორდინაციას უწევს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებელთა, ტრენერთა და განათლების სპეციალისტთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესს. "ითვინინგის" მსგავსად პესტალოცის ფარგლებშიც არაერთი კონფერენცია, სემინარი, ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ეწყობა, სადაც ტრენერ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ევროპელ კოლეგებთან ითანამშრომლონ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. ამ დრომდე პროგრამაში 70-ზე მეტი ქართველი მასწავლებელი, ტრენერი და განათლების სპეციალისტი ჩაერთო. წელს პროგრამის ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრას საქართველოც მასპინძლობდა. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ამჟამადაც მიმდინარებს. მათ შორისაა "არასიძულვილისენას - რესურსებიდასტრატეგიებისიძულვილისენისაღმოსაფხვრელად", რომელიც შვედეთში გაიმართება. ასევე,"თანამშრომლობამომავლისთვის: თანამშრომლობასკოლას, ოჯახსადასაზოგადოებასშორის" -ბელორუსიაში; და "დემოკრატია და მონაწილეობა" -გერმანიაში.
- იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობენ რომელიმე პროგრამაში, ცენტრს თუ აქვს რაიმე სახის შეთავაზება?
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ მასწავლებლებს ჩვენ ევროპის საუკეთესო საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებშიკვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსვთავაზობთ. ამისათვის ყოველწლიურად ვაცხადებთ კონკურსებს და გამარჯვებულებს სრულად ვუფინანსებთ ყველა ხარჯს.წელს უკვე გამოვაცხადეთ კონკურსი ცერნის ატომური კვლევების ორგანიზაციის ლაბორატორიაში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველთათვის და ოქტომბერში შვეიცარიაში კონკურსში გამარჯვებული 20 ფიზიკოსი გაემგზავრება. კიდევ ერთი კონკურსი, რომელიც გამოვაცხადეთ, ამჯერად ფრანგული ენის მასწავლებლებისთვისაა.კონკურსში გამარჯვებულ 10 ფრანგული ენის მასწვლებელს, შესაძლებლობა მიეცემათ კვალიფიკაცია ქალაქ მონპელიეში, ფრანგული ენის ევროპულ ინსტიტუტში აიმაღლონ. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მასწავლებლებს სხვა კურსებსაც შევთავაზებთ.