უმცროსკლასელები სახლში არ უნდა მეცადინეობდნენ - ამით სწავლის დონე არ უმჯობესდება
უმცროსკლასელები სახლში არ უნდა მეცადინეობდნენ - ამით სწავლის დონე არ უმჯობესდება
უმცროსკლასელები სახლში არ უნდა მეცადინეობდნენ - ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები რიჩარდ უოკერი და მაიკლ ჰორსლი, რომლებმაც თავიანთი შეხედულებები წიგნში "საშინაო დავალების რეფორმა" წარმოადგინეს. მათი შეხედულების მიხედვით, სკოლაში 4-5 გაკვეთილი და კიდევ სახლში მეცადინეობა 6-7 წლის ასაკისთვის დიდი დატვირთვაა. თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ საშინაო დავალებების შესრულებით მოსწავლეთა მომზადების დონე არ უმჯობესდება. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დავალების შესრულებასა და სკოლის ნიშნებს შორის თურმე კავშირი არ არის.

საშინაო დავალება - მინუსები
სკოლიდან
მოსული გადაღლილი ბავშვი სახლში ბევრს ვერაფერს ითვისებს. როგორ წესი, მოსწავლე საღამოობით მეცადინეობს, როცა მშობლები ბრუნდებიან. ეს ყველაზე უარესი დროა, რაც კი მეცადინეობისთვის შეიძლება გამოინახოს.
უმცროსკლასელი ბევრს უნდა მოძრაობდეს და სუფთა ჰაერს სუნთქავდეს. სწორედ აქტიური დასვენება ეხმარება მოსწავლეს სასწავლო მასალის ათვისებაში და არა სახელმძღვანელოებთან გატარებული ზედმეტი საათები. ჰიპოდინამია (უმოძრაობა) ცუდი მოსწრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს სტრესი - გადაღლილ ბავშვს როცა სწავლა არ უნდა, მშობელთან კონფლიქტი გარდაუვალია. ეს კი სტრესულ ვითარებაში აგდებს პატ
არას და საერთოდ გული უცრუვდება სწავლაზე. სწავლის პროცესი მისთვის უკვე სტრესისა და დეპრესიის მიზეზი ხდება. თუ ატყობთ, რომ ბავშვს არ ესმის, რას უხსნიან და ვერ აღიქვამს დავალებას, შეეშვით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილი უნიჭოა, უბრალოდ, მისი გონებისთვის ახლა სხვა რამ არის საინტერესო. ნუ შეაძულებთ სწავლის პროცესს და აუცილებლად გაეხსნება გონება.

მეცადინეობის პლუსები
თვითორგანიზება, დავალების გააზრების უნარი, დროის სწორად დაგეგმვა, დამოუკიდებლად შრომის უნარი - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნარებია. სამწუხაროდ, უმცროსკლასელთა უმრავლესობას ეს უნარები არ აქვს, ისინი უფრო მოგვიანებით, საბაზო საფეხურზე ყალიბდებიან. ამიტომაც საშინაო დავალებებს მეტი ეფექტი და სარგებელი აქვთ სწორედ დაწყებითების შემდეგ. სწორად მიცემული და შესრულებული დავალება მოსწავლეს პოტენციალს უხსნის, აჩვევს კვლევას, კონცენტრირებას, ასწავლის ამოცანის გადაწყვეტის გზების ძიებას და ა. შ.
7297
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ივან პეტროვი
1
შეიძლება ეგ მოსაზრება (უმცროსკლასელები სახლში არ უნდა მეცადინეობდნენ, ამით სწავლის დონე არ უმჯობესდება) სწორიც იყოს (დავუშვათ), მაგრამ ეს ”უმცროსკლასელები” ხომ გახდებიან ”უფროსკლასელები”, და მერე რას აპირებთ - სახლში მეცადინეობის ჩვევები რომ არ ექნებათ?
08:46 / 21-09-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?