ისეთი შიგთავსით, რომ რომელიც არ გადმოიყრება ბავშვი სკოლაში თითქმის მთელ დღეს ატარებს. მისთვის ისეთი ბუტერბროდი უნდა მოამზადოთ, სასარგებლოც რომ იყოს და გემრიელიც. ძეხვი და სოსისი მავნე საკვებია ბავშვისთვის. განსაკუთრებით მისი მირთმევა ყოველდღე. ბუტერბროდისთვის ისეთი შიგთავსი შეარჩიეთ, რომელიც არ გადმოიყრება, არ შეუქმნის ბავშვს უსიამოვნებას. გთავაზობთ 5 იდეას ნებისმიერი გემოვნებისთვის.
ბუტერბროდი ხაჭოთი
დაჭერით კამა, ოხრახუში შეურიეთ ხაჭოში, დაუმატეთ გახეხილი ყველი და იმდენი არაჟანი, რომ პურზე კარგად წაესვას და ზედმეტად წვნიანი არ იყოს.
სენდვიჩი მოხარშული ხორცით
მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი დააბლენდერეთ დაუმატეთ კარაქი ან არაჟანი, მწვანილი და მარილი. წაუსვით პურს.
ტკბილი ბუტერბროდი ტვინისთვის თხილის "კარაქით"
ბუტერბროდი არ მოამზადოთ, თუ თქვენს ბავშვს მიწის თხილზე ალერგია აქვს. თუ არა აქვს, არაქისის კარაქი შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ: 500 გრამი თხილი დააბლენდერეთ (მანამდე შეგიძლიათ 5 წუთით აირღუმელში გამოაშროთ), დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი თუ კარაქი მშრალი გამოგივიდათ, მზესუმზისრის ზეთით გაათხელეთ.
ბუტერბროდი კვერცხით
მოხარშული კვერცხი გასრისეთ (ან დააბლენდერეთ), დაუმატეთ კარაქი ან ხაჭო, დაჭრილი კამა, არაჟნით ან კარაქით სასურველ კონსისტენციამდე მიიყვანეთ და წაუსვით პურზე.
ბუტერბროდი პაშტეტით
ყველაზე მარტივად შინაურულ პაშტეტს მოხარშული ქათმის ღვიძლით, მოხრაკული ხახვითა და სტაფილოთი მოამზადებთ. დააბლენდერეთ ინგრედიენტები, დაუმატეთ კარაქი და გემოვნებით მარილი. ეცადეთ, ბუტერბროდისთვის ჯანსაღი პური შეარჩიოთ.
როგორც ხედავთ, სკოლისთვის წასახემსებელის მომზადება რთული ნამდვილად არაა. ბუტერბროდის გარდა ბავშვს შეგიძლიათ გაატანოთ ხილი, ჩირი, თხილი (სასარგებლოა ტვინისთვის). ხანდახან კი შინაურული ორცხობილა ან ღვეზელი.