როგორ მივაჩვიოთ სკოლის მოსწავლე დამოუკიდებლობას?
როგორ მივაჩვიოთ სკოლის მოსწავლე დამოუკიდებლობას?
არც ისე ბევრი დედა შეძლებს, იამაყოს თავისი შვილის მოწესრიგებულობითა და ორგანიზებულობით. იმით, რომ მას არ უხდება საღამოობით გაკვეთილების ჩაბარება, შეკითხვის დასმა - მოამზადა თუ არა ყველა გაკვეთილი, ჩაალაგა თუ არა ჩანთა და ხომ არ რჩება წიგნი და რვეული... მიუხედავად ასეთი კონტროლისა, ნებისმიერი დედა თავისი შვილისაგან პერიოდულად იღებს „სიურპრიზებს“ დაკარგული ქუდის, დარჩენილი წიგნისა თუ სასკოლო ნივთის დავიწყების გამო. როგორ ვებრძოლოთ ბავშვის გაფანტულობასა და მოუწესრიგებლობას? ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება რაიმე დარჩეს ან დაეკარგოს
- განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება ბავშვს, რომლის ირგვლივაც ამდენი ყურადღების გადასართავი მომენტია: ხან მეგობარს უნდა დაელაპარაკოს, ხან ტელევიზორში საყვარელ მულტფილმს უყუროს (მათემატიკა მოიცდის)... ეზოში გავიდეს სათამაშოდ და ვინ მოსთვლის კიდევ რა... როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას - სკოლის მოვალეობებთან ურთიერთობაში მაინც.

რჩევა 1: შეადგინეთ დღის გეგმა, ერთად შეიძინეთ მაღვიძარა და დაფა, რომელზეც ცარცით დაწერთ დღის საათობრივ გეგმას. ბავშვისთვის საინტერესოა ამა თუ იმ პუნქტის მონიშვნა და კორექტირება. მიზანი ემსახურება გაკვეთილების დროულად მომზადებას, დროის დაზოგვას და გართობისთვის დროის დატოვებას. აუცილებლად უნდა ეკიდოს კედელზე გაკვეთილების ცხრილი, სამეცადინო მაგიდასთან, რომ ხშირად შეხედოს.

რჩევა 2: დაამზადეთ შესახსენებელი პლაკატი. დაახლოებითი ტექსტი ასეთია: „ სახლიდან გასვლის წინ არ დაგავიწყდეს: გასაღები,
წყლის დაკეტვა, გაზის გამორთვა, უთო (თუ იხმარეთ), სახლის აყვანა სიგნალიზაციაზე!“. ეს პლაკატი დაკიდეთ გასასვლელ კარზე. რაც უფრო ხშირად შეახსენებთ ბავშვს ამა თუ იმ ქმედებას, მით უფრო მალე გაუჯდება მას ჩვევაში და შემდეგ გონებაში. მთავარია, ყოველივე ეს აკეთოთ ფანატიზმის გარეშე!

რჩევა 3: შეარჩიეთ დასასჯელი ქმედებები. „როდესაც ჩემი შვილი წავიდა პირველ კლასში, ის ჩარიცხეს სპორტულ სექციაში, რაც მისი ოცნება იყო. ყველაზე დიდი სასჯელი მისთვის ვარჯიშის გაცდენა იყო - იმის გამო, რომ ვერ ასწრებდა გაკვეთილების მომზადებას. ძალიან მალე მიეჩვია დროის ორგანიზებასა და განაწილებას ისე, რომ გაკვეთილებსაც ამზადებდა, ვარჯიშზეც მიდიოდა და ცოტა თავისუფალი დროც რჩებოდა სათამაშოდ".

რჩევა 4: მისთვის შეუმჩნეველი კონტროლი. „სკოლაში წასვლის პირველ დღეს ვუთხარი ჩემს შვილს: ჩანთაში წიგნების ჩალაგება - მისი მოვალეობაა. ასევე თუ მას რაიმე დარჩა სახლში - ეს მისი პრობლემაა... პირველ ხანებში ვუმოწმებდი ყველაფერს ისე, რომ ის ამას ვერ ამჩნევდა. გაკვეთილებს პირველ კლასში ვამზადებდით ერთად, მეორე კლასში - ვიმყოფებოდი მის გვერდით, მესამე კლასიდან - დამოუკიდებლად მეცადინეობს. გაკვეთილების მოსამზადებლად ჯდება თვითონ. ცდილობს მალე მოითავოს გაკვეთილები და დარჩეს დრო უფრო საინტერესო საქმიანობისათვის“.

რჩევა 5: სწორად გაუკეთეთ ორგანიზება ნივთების ჩალაგებას. სკოლიდან მოსვლის შემდეგ ბავშვი ისვენებს, სადილობს, ჩანთიდან იღებს იმ ნივთებს (წიგნებსა და რვეულებს), რაც მეორე დღისთვის არ არის საჭირო და იწყებს მეცადინეობას. მეცადინეობის დასრულების შემდეგ ცხრილის მიხედვით ალაგებს ჩანთაში ყველა ნივთს.

რჩევა 6: მიაჩვიეთ ბავშვი დროის სწორად განაწილებას. „მე ვასწავლე ჩემს გოგონას დროის შეგრძნება. ის ძალიან ნელი და გაფანტული იყო. მეორე კლასში მივაჩვიე დროის განაწილებას. მოტივაცია იყო შემდეგნაირი: ძალიან დიდხანს უნდები გაკვეთილების მომზადებას, ადვილად ერთვები სხვადასხვა რამეზე, უშვებ შეცდომებს, სულ არ გრჩება დრო გასართობად, მულტფილმების საყურებლად, ეზოში სათამაშოდ. თუ გინდა, რომ დაგრჩეს თავისუფალი დრო, უნდა იცოდე მისი განაწილება-დაგეგმვა. ამისათვის გჭირდება ბლოკნოტი, საათი ტაიმერით ან ტელეფონი, რომელსაც აქვს მაღვიძარა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ყოველ საგანს მოვახმაროთ 40 წუთი. პირველ დღეს, როდესაც დავიწყეთ განრიგით მუშაობა, აღმოჩნდა, რომ მათემატიკას და რუსულს 40 წუთის მაგივრად დასჭირდა 20 წუთი, ბუნებასა და ინგლისურს - 30 წთ. შემდეგ დამირეკა სამსახურში და სიხარულით მამცნო, რომ უფრო ადრე მოამზადა გაკვეთილები და მეტი თავისუფალი დრო დარჩა. ყველაფერს აკეთებდა დამოუკიდებლად, ჩემი კონტროლის გარეშე. მიეჩვია გაკვეთილების მომზადებას სწრაფად და ხარისხიანად, თუ რაიმეს ვერ გაიგებდა, ელოდებოდა ჩემს სახლში დაბრუნებას“.

რჩევა 7: ნუ შეგეშინდებათ სიმკაცრის გამოჩენის.
"პირველ კლასში 2-იანი მივიღეთ მათემატიკაში. ბავშვი ამბობს: ყველამ ჩააბარა საკლასო დავალების რვეულები, მე კი დამავიწყდა. ეს რა მეთოდია - გავიფიქრე, ისენი ხომ ჯერ სულ პატარები არიან! დიდი ამბავი, რვეული დაავიწყდა, ვის არ მოსვლია. დავურეკე მასწავლებელს. ის მეუბნება: “დიახ, ორიანი დავუწერე, ოღონდ ჟურნალში არ ჩამიწერია, სამაგიეროდ, ეს ორიანი ყოველთვის გაახსენებს, თუ რა უნდა წამოიღოს სკოლაში და რა - არა". მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მესიამოვნა ამის მოსმენა, დრომ მიჩვენა, რომ მასწავლებლის ქმედება სწორი იყო.

რჩევა 8: მიაჩვიეთ ბავშვი თავისი შეცდომების აღიარებას. დაგავიწყდა? ვერ მოასწარი? - შენი პრობლემაა, იმუშავე თავით...

რჩევა 9: გააჩინეთ მეორე შვილი. „ჩემი გოგონა საკმაოდ აკურატული და მოწესრიგებული იყო. მაგრამ მისი საბოლოო დამოუკიდებლობა გამოჩნდა მაშინ, როდესაც გავაჩინე მეორე ბავშვი... როდესაც ფიზიკურად აღარ მქონდა დრო იმისა, რომ შემემოწმებინა და გამეკონტროლებინა უფროსი გოგონა. მოკლედ, ჩემი რჩევა ასეთია: თუ ერთი ბავშვით რთულია, გააჩინეთ მეორე და ბევრი რამ თვითონ დალაგდება თავის ადგილზე“.
9782
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```