ინკლუზიური განათლება ფართო ცნებაა და გულისხმობს სასწავლო პროცესში ყველა ბავშვის ჩართვას
ინკლუზიური განათლება ფართო ცნებაა და გულისხმობს სასწავლო პროცესში ყველა ბავშვის ჩართვას, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, ლინგვისტურითუ სხვა ტიპის განსხვავებულობისა. მათ შორის არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და მზუნველობამოკლებული ბავშვები, ასევე ის ბავშვები, რომლებიც სასწავლო პროცესიდან გარიყვის რისკის ქვეშ არიან. საქართველოში დაახლოებით 4000-მდე ასეთი მოსწავლეა აღრიცხული. რა საგანმანმანათლებლო საჭიროებები აქვთ მათ და რა გზებით აკმაყოფილებს სახელმწიფო ამ საჭიროებებს, ამასთან დაკავშირებით mshoblebi.ge მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური და სპეციალური განათლების კონსულტანტს ჟანა კვაჭაძეს ესაუბრა.
- სსსმ ბავშვებს შესაბამისი უნარების მასწავლებლები ჭირდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რა ტრენინგებს ახორციელებს ამ მიმართულებით?
- პირველ რიგში განვმარტავ, რა კატეგორიის მასწავლებლები ასწავლიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს.
როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში მას სჭირდება შესაბამისი სერვისი და ამ სერვისის მიმწოდებელი სპეციალური მასწავლებლის, ინკლუზიური განათლების კოორდინატორის ან ფსიქოლოგის სახით. თუ სსსმ ერთი მოსწავლე მაინც რეგისტრირებულია სკოლაში, სკოლა ვალდებულია, რომ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სპეციალისტი მაინც ჰყავდეს. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, ყველა მასწავლებელი, რომელიც მას ასწავლის, ვალდებულია გარკვეული კომპეტენცია შეიძინოს ინკლუზიური განათლების მიმართულებით.
მოსწავლეს საგანს ასწავლის კონკრეტული საგნის მასწავლებელი, თუმცა ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს თავისი ინდივიდუალური მიზნებიც, რომელზე მუშაობა კლასის გარეთ, სპეციალური მასწავლებლის მიერ ხორციელდება. შესაბამისი კომპეტენციის შემთხვევაში, იგივე ღონისძიებების განხორციელება საგნის მასწავლებელსაც შეუძლია. სპეციალური მასწავლებელი სკოლას ხელს უწყობს და საგნის მასწავლებელს ეხმარება, საკლასო აქტივობები იმგვარად დაგეგმვაში, რომ პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული სსსმ მოსწავლე.
სპეციალური მასწავლებელი და საგნის მასწავლებლები ერთობლივად მუშაობენ იმაზე, რომ ბავშვმა შეძლოს ინდივიდუალური ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნების მიღწევა. სპეციალური მასწავლებელი უშუალოდ არ ატარებს გაკვეთილს, მაგრამ მის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ ბავშვს გაუადვილდეს სწავლის პროცესი.თუმცა სპეციალურმა მასწავლებელმა შესაძლოა სპეციალურ სკოლაში ან ინტეგრირებულ კლასში საგანიც ასწავლოს. აქედან ჩანს, რომ სპეციალური მასწავლებლის მნიშვნელობა განსაზღვრელად დიდია, როდესაც საქმე ეხება სსსმ მოსწავლის განათლებას. მას კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება უწევს სხვადასხვა მიმართულებით: ბავშვთან, მშობელთან, სკოლასთან და საგნის მასწავლებელთან.
დღესდღეობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის ერთ-ერთი მსხვილი პროვაიდერი, რომელიც მუშაობს როგორც ზოგადი, ისე სპეციალური მასწავლებლების, ასევე პროფესიული განათლების პედაგოგების გადამზადებაზე და პროფესიულ განვითარებაზე ინკლუზიური განათლების მიმართულებით, შესაბამისად, ვცდილობთ რომ ამ მიმართულებით ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ.
ცენტრი სპეციალურ მასწავლებლებს სთავაზობს 2 თვიან ტრენინგ-კურსს, რომელიც 120 საათიანია. მას შემდეგ რაც სპეციალური მასწავლებელი სკოლაში იწყებს მუშაობას, ვალდებულია აღნიშნული კურსი გაიაროს. მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 1000 სპეციალური მასწავლებელი გვყავს. დანარჩენი ტრენინგ-კურსები, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის და ასევე სპეციალური მასწავლებლებისთვისარის განკუთვნილი. ესენია სსსმ მოსწავლეების ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში; სსსმ მოსწავლის პორტფოლიო; რთული ქცევის მართვა; აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეთა სწავლება; ბრაილის სისტემა და მისი სწავლების მეთოდოლოგია; მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლება. ინკლუზიური განათლების კომპონენტი წელს საგნობრივ ტრენინგებსაც დაემატა. გარდა ამისა, ცენტრში შემუშავდა და მოქმედებს კურსი საჯარო სკოლების დირექტორებისთვის.
გარდა ამისა ილიას უნივერსიტეტში შექმნილიასამაგისტრო პროგრამა,რომელიც კვალიფიციურ სპეციალურ მასწავლებლებსამზადებას. აღნიშნული პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2010 წელს შექმნილ პროფესიულ სტანდარტსეფუძნება.
- აღნიშნულიტრენინგ-კურსებირამდენსპეციალურმასწავლებელსდარამდენზოგადი განათლების მასწავლებელს აქვს გავლილი?
სპეციალური მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სავალდებულო კურსი 600-მდე მასწავლებელმა გაიარა, ხოლო ინკლუზიური განათლების სხვა ტრენინგ-კურსები, დაახლოებით 4000-მდე პედაგოგმა გაიარა.
- როგორც ვიცით, არსებობს სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლები, სადაც ხელობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებსაც ასწავლიან. მათი პედაგოგებისთვის თუ ხორციელდება ინკლუზიური განათლების ტრენინგები?
2013 წელს ცენტრმა დაიწყო ტრენინგები პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების გაცნობას. უკვე 815 მასწავლებელს აქვს გავლილი აღნიშნული ტრენინგები და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. წელს ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს "ინკლუზიურიგანათლებისდანერგვაპროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში", რომელიც მრავალფეროვანია და სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს.პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულიაპროფესიული განათლების მასწავლებლების გადამზადება ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ასევე, უკვე შემუშავებულია და ხორციელდება ტრენინგ-კურსი "ორიენტაცია-მობილობა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის", რომელსაც მათთან მომუშავე მასწავლებლები გადიან. აღნიშნულ კურსსჩვენი ცენტრი წელს პირველად ახორციელებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ჟესტურიენისკურსებიყრუპირებისთვის; ყრუბავშვთამშობლებისთვის; მასწავლებლებისადაჟესტურიენისთარჯიმნებისთვის.
- გარდატრენინგებისა, ახორციელებს თუ არა რაიმე დამხმარე ღონისძიებებს ცენტრი მასწავლებლების კომპეტენციების გასაუმჯობესებლად?
მომავალი წლიდან იგეგმება ჟესტური ენის სასწავლო ფილმების გადაღება თარჯიმნებისა და იმ პირებისთვის, ვისაც ჟესტური ენის შესწავლა სურს. ასევემუშავდებაბრაილისსწავლებისმეთოდოლოგიურისახელმძღვანელოც.
- რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროექტი?
პროექტი 2016 წელს დასრულდება, თუმცა პროექტის ფარგლებში შემუშავებული ყველა ტრენინგ-მოდული გადაეცემა ცენტრს, რომელიც ამ მიმართულებით ტრენინგების განხორციელებას გააგრძელებს.
- რა იგეგმება ამ მიმართულებით სამომავლოდ?
პროექტის "ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში" ფარგლებში ამჟამად 3 ტრენინგ-მოდული მუშავდება, რომლებიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება. ესენია: სპეციალური საჭიროების პროფესიული სტუდენტის პროფესიული ტესტირება და ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება მათი განათლებისას; ინკლუზიური განათლების ადმინისტრირება და მართვა პროფესიული სასწავლებლის ადმინისტრაციისთვის; სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების პროფესიული ორიენტაცია და კონსულტაცია.ასევე დაგეგმილია ჟესტური ენის მეორე-მესამე დონისა და ორიენტაცია-მობილობის მეორე-მესამე დონის ტრენინგ-კურსების შემუშავება.
- შეიცვალა თუ არა დამოკიდებულებები და მიდგომები საგნის მასწავლებლების მხრიდან მას შემდეგ, რაც ისინი აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგებში?
ბოლო წლებში განხორციელებული კვლევები აჩვენებს, რომ რომ სსსმ მოსწავლეების საჭიროებების შესახებ მასწავლებლების ინფორმირებულობის დონე გაზრდილია და მათი დამოკიდებულება პოზიტიურია.