ცენტრმა კონცეფციაზე მუშაობა წელს პირველად დაიწყო ბოლო წლებში პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა უფრო და უფრო მზარდი ხდება. როგორც შრომის ბაზრის სტატისტიკა გვიჩვენებს გაიზრდილია მოთხოვნა სხვადასხვა ხელობისა და პროფესიის სპეციალისტებზე. რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი პროფესიული განათლების პრესტიჟულობის ზრდას და რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელწიფო ამ მიმართულებით. აღნიშნულზე kvirispalitra.ge - ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მენეჯერი ნინო ელბაქიძე ესაუბრა
- საქართველოში პროფესიული განათლების მიღების რა შესაძლებლობები არსებობს და რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი აქვს პროფესიული განათლების მიღებისმსურველებს?
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საშუალება აქვთ საქართველოს მასშტაბით განათლება მიიღონ როგორც პროფესიულ საგანამათლებლო დაწესებულებაში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ. აღნიშნული სასწავლებლები პროფესიის დაუფლების მსრუველებს საკმაოდ მარავალფეროვან სპექტრს, 200 - ზე მეტ პროფესიას სთავაზობენ, მათ შორის განსაკუთრებით მოთხოვნადია ტურიზმის, მშენებლობის, ჯანდაცვის და მომსახურების სფეროები.
- რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით?
- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლების განვითარებას ხელი შეუწყო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან პროფესიული განათლების სტადარტის შესაბამისობაში მოყვანამ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამისტრომშეიმუშავა პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სტრატეგიის მიხედვით გაწერილია მომავალი 5 წლის განმავლობაში რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ იმისათვის, რომ პროფესიული განათლება უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მეტად მოთხოვნადი გახდეს.
სტრატეგიით გათვალისწინებულია, როგორც სასწავლებლებისტექნიკური ბაზის სისტემატური განახლება, ასევე პროფესიული განათლების განვითარებასა და სასწავლო პროგრამების შინაარსის შემუშავებაში დამსაქმებლების ჩართულობის გაზრდა. წელს პირველად დაიწყო მოდულური სწავლების დანერგვა 45 მიმართულებით, რაც გულისხმობს რამდენიმე თეორიული საგნის შესწავლის ნაცვლად, კონკრეტულ პროფესიაზე მორგებული სხვადასხვა მოდულის გავლას. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს როგორც საშუალო განათლების, ისე სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე პირებს გაიღრმავონ ცოდნა სასურველი მიმართულებით.
მოდულური სწავლების შემოღებას წინ უძღოდა პროფესიული სტანდარტების შემუშავება DACUM მეთოდოლოგიით. ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული პროფესიის სტანდარტის შემუსავებისას არა მარტო დარგის ექსპერტების, არამედ დამსაქმებლების ჩართვასაც. სწორედ შემუშავებულ სტანდარტზე დაფუძნებით იქმნება სასწავლო პროგრამები, რომელთა წარმატებული განხორციელება მეტწილად დამოკიდებულია პროფესიულ მასწავლებლზე, რაც კომპლექსურად უზრუნველყოფს კვალიფიციური დაკონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
- რა გამოწვევების წინაშე აყენებს თანამედროვე პროფესიული განათლება პროფესიული განათლების მასწავლებელს და რით უწყობს მას ხელს სახელწიფო?
- პროფესიული განათლება ერთ-ერთი ყველაზე დინამიური მიმართულებაა განათლების სისტემაში, სწარფად ცვალებადია და მუდმივ პროფესიულგანვითარებასმოითხოვს, რაც ნათლად ჩანს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაგალითზე. ამგვარი დინამიურობა მასწავლებელს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარებაზე მუშაობს. ყოველ წელს იგეგმება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისიებები, ტარდება მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევები და შემდეგ ამ კვლევების საფუძველზე იქმნება პროფესიული განვითარების ახალი პროგრამები და მოდულები. 2014 წელს პროგრამის ფარგლებში დაიწყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრენინგ-პროგრამა, რაც გულისხმობს საწარმოებში მასწავლებელთა პრაქტიკულ გადამზადებას. ამგვარი ტრენინგების საფუძველზე მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, განივითარონ პროფესიული უნარები და შეძლონ უახლესი ტექნოლოგიების და მეთოდების გამოყენება სწავლა-სწავლებისპროცესში. ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სწავლების თანამედროვე მეთოდები, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლგიების გამოყენება სწავლების პროცესში, ინკლუზიური განათლება დასხვა.
- აქვთ თუ არა პროფესიული განათლების მასწავლებლებს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება?
- პროფესიული განათლების მასწავლებლების ნაწილს გავლილი აქვთ პროფესიული განვითარების ტრენინგები საზღვარგარეთ, რომელსაც აქამდე საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებდნენ. მაგალითად ერთერთი ყველაზე წარმატებული და ხანგრძლივი პროექტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, იყო ესტონეთის განათლების სისტემასთან დაკავშირებული „INNOVE”-ს პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა, როგორც პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგები პროფესიულ სასწავლებლებში, ასევე პროფესიული საგანამათლებლო დაწესებლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვიზიტებიგამოციდლებისგაზიარებისმიზნითესტონეთის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საზღვარგარეთ პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგები სხვადასხვა დროს უზრუნველყო საერთაშრისო ორგანიზაციებმა GIZ, UNDO და USAID –მა.ცენტრმა წელს პირველად პროფესიული განათლების მასწავლებელთამობილობის კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო, რათა შემდგომში მასწავლებელთა საზღვაგარეთ სტაჟირებას სისტემური სახე ჰქონდეს.
- რას სიახლეებს გეგმავს ცენტრი პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადების მიმართულებით?
- პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების კონცეფცია შარშან პირველივე მოსმენით იქნა მოწონებული მთავრობის სხდომაზე. ამ კონცეფციის ერთერთი მთავარი საკითხი არის პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადება პედაგოგიკაში. ამჟამად მიმდინარებს მუშაობა პედაგოგიურკურსზე, რომელიც მასწავლებელსდაეხმარება, რომ სწავლა-სწავლების პროცესი უფრო მეტად დახვეწილი და სტუდენტზე ორიენტირებული გახადოს. პედაგოგიური კურსის გავლა მასწავლებლებს მომავალი წლიდან შეეძლებათ, გარდა ამისა, გაგრძელდება პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადება საწარმოში და ტრენინგები ინკლუზიურიგანათლებისა და მოდულური სწავლების მიმართულებით. სამომავლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებები დაეფუძნება ერთის მხრივ პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიას და მეორეს მხრივ, თავად მასწავლებელთა ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.